Lexus-ი Toyota-ს ფირმის ქვეგანყოფილებას წარმოადგენს, რომელიც აშშ-სა და ევროპის ბაზრებისთვის "ლუქსის" მოდელის წარმოებას ახორციელებს. თვითინ სიტყვები "lexus" და "luxe" მნიშვნელობით იდენტურია. სწორედ აქედან მოდის გამოთქმები "ლუქსის კლასის ავტომანქანა" და სხვა მისი მსგავსი. ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ Lexus-ს ფირმის მიზანი სწორედაც რომ პრესტიჟული, ძვირადღირებული, დახვეწილი დიზაინის მანქანების წარმოება გახლდათ.

Бросивший вызов лучшим автомобилям мира, бесстрашный Эйдзи Тойода.
უშიშარი ჰეიდზი ტოიოდა, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო მანქანებს ღირსეული კონკურენცია გაუწია.

ვერავინ იტყვის რომ თავად იდეა ახალი ან ორიგინალური იყო. კომპანიის შექმნის, უფრო სწორედ, მისი კონცეფციის ჩასახვის მომენტში ხომ ავტომანქანების ბაზრის ეს სეგმენტი უკვე კარგად ჰქონდათ ათვისებული ისეთი მარკის ავტომობილებს როგორიცაა: BMW, Mercedes-Benz, Jaguar..

თუმცა იაპონელები ამას არ შეუშინებია, 1983 წლის აგვისტოში Toyota-ს ფირმის მმართველი საბჭოს შეკრებაზე მისმა წარმომადგენელმა, ჰეიჯი ტოიოდამ მსგავსი იდეა წამოაყენა: "გამოეწვიათ მსოფლიოს საუკეთესო ავტომანქანები". იმ მომენტისათვის თოყოტა-ს ფირმის ავტომანქანები უკვე საკმაოდ ცნობილი იყო მსოფლიოში, როგორც საიმედო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.


Lexus LS400 стал результатом многолетней работы более чем тысячи инженеров.
Lexus LS400-ი ათასზე მეტი ინჟინერის რამდენიმე წლის შრომის შედეგია

1986 წელს LS400-ს უამრავი გამოცდის ჩაბარება მოუხდა - გერმანული ავტობანები, კანადის და შვეციის თოვლი, მთები და უსწორმასწორო გზები - ეს იმ დაბრკოლებების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მის საცდელ ტესტში შედიოდა. ამ ტესტის შედეგი მანქანის მართვის სისტემის გაუმჯობესება გახლდათ. 1987 წლის მაისში, 8 ვარიანტის განხილვის შემდეგ, როგორც იქნა დამტკიცებულ იქნა LS400-ს საბარგულის დიზაინის საბოლოო ვარიანტი. 1988 წლის 2 იანვარს, LEXUS-ის მარკა და ლოგოტიპი ფართო მასების წინაშე ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარსდგა.

ამას აშშ-ს ავტოსალონებზესხვა დებიუტებიც მოჰყვა. თუმცა, ჩვენებები ჯერჯერობით მხოლოდ სარეკლამო როლიკებით, საერთო ინფორმაციით და ავომობილის ესკიზების სლაიდშოუებით შეომოიფარგლებოდა. იმავე წლის მაისში დასახელდა 80 ავტოდილერი, რომელთაც LEXUS-ის მანქანების გაყიდვაზე უნდა ეზრუნათ. პირველი მათგანი გახლდათ Lexus of Columbus ოჰაიოში.

საბოლოოდ, 1989 წლის იანვარში, დეტროიტში გამართულ ავტოსალონზე LEXUS-ის 2 მოდელის პრემიერა შედგა. ესენი იყო: Lexus — LS400 ( სადაც L და S შემდეგნაირად იშიფრება - luxury sedan, ხოლო რიცხვი 400 ძრავის 4 -ლიტრიან მოცულობას აღნიშნავს) და Lexus — ES250 ( E და S — executive sedan, 250 კი - 2,5 ლიტრანი ძრავის აღმნიშვნელია). ერთი დღის შემდეგ მათი ჩვენება ლოს-ამჯელესის ავტოსალონზეც განხორციელდა. მაისში LS400-ს სერიული წარმოება იწყება ტოიოტას ტახარაში მდებარე საწარმოში. სექტემბერში ორივე მოდელი ბაზარზე გადის და პირველივე თვეს LS400-ს 2919, ხოლო ES250-ს 1216 ეგზემპლიარი იყიდება.

Одновременно с LS400 в производство пошла и более «демократичная» модель — Lexus ES250.
LS400-სთან ერთად გაყიდვაში უფრო "დემოკრატიული" მოდელიც გავიდა — Lexus ES250.

LS400 - თავისი მაჩვენებლებით, თამამად შეეძლო კონკურენცია გაეწია იმ დროისთვის ევროპაში გავრცელებული "ლუქსის" ტიპის ავტომობილებისათვის: მაღალი ხარისხის ტყავითა და პოლიმერით გაწყობილი სალონი, აუდიოსისტემა Pioneer და Nakamichi - საგან, მაღალი სიჩქარე (სპეციალურად LS400-სთვის შექმნილი 4-ლიტრანი ტოიოტას ძრავის 1UZ-FE-ს დამსახურებაა) და სხვა ღირსებები - სწორედ ეს თვისებები გახდა მისი შეფასების ასეთი მაღალი დონის უზრუნველყოფის საწინდარი.

1990 წლის იანვარში ჟურნალმა "Car & Driver" იგი საუკეთესო მანქანად დაასახელა, თებერვალში " Motoring Press Association"-სმა მას წლის საუკეთესო იმპორტირებული მანქანის წოდება მიანიჭა, ხოლო ივლისში მიიღო პირველი საპრიზო ადგილი J. D. Power and Associates-ს რეიტინგებში (J. D. Power and Associates - გახლდათ უმსხვილესი კომპანია, რომელიც ბაზრის შესწავლას და მომხმარებელთა გამოკითხვას აწარმოებდა).

იმავე წელს დიდი ბრიტანეთში და კანადაში LS400-ს გაყიდვა დაიუწყო, სადაც მან ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა (ამასთან, დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნისათვის, Lexus-ს ფირმა ავტომამქანებს ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციით უშვებდა. კერძოდ, მათ საჭე მარჯვნის ჰქონდათ, რაც აღნშნულ ქვეყნებში მოძრაობის განსხვავებული წესებით იყო გამოწვეული). უკვე 1990 წელს Lexus-ს მარკის გაყიდული ავტომანქანების რიცხვმა 63 ათასს მიაღწია.

1991 წლეს მისი ახალი მოდელის დემონსტრაცია მოხდა - სპორტული კუპე SC400 (SC — sport coupe). ძრავის წყალობით, რომელიც ჯერ LS400-ს, შემდეგ კი SC400-საც დაუყენდა, ეს უკანასკნელი 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 6,9 წამში ახერხებდა, ხოლო მისი დიზაინიც იმავე სტუდიაში - Calty Design - იქნა შემუშავებული. SC400 - აღჭურვილი იყო 4-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით და გამოშვებულ იქნა მისი მოდიფიკაცია SC300, რომელიც მისგან მხოლოდ 3-ლიტრაინი ძრავით განსხვავდებოდა.

სხვათაშორის, იაპონიაში ამ მოდელის "მარჯვენა" საჭიანი ცნობილი იყო როგორც - Toyota Soarer, ხოლო LS400 -ს ანალოგი Toyota -ს რიგებში, როგორც - Celsior. SC400-ს პირველი კუპე აშშ-ს ბაზარზე გაყიდვაში 1991 წელს გამოჩნდა. მანქანების რიგებს კიდევ ერთი სიახლე - ES300 შეემატა (Toyota Windom-ს ანალოგი), რომელმაც ES250 შეცვალა და გაყიდვაში იმავე წლის სექტემბერში გავიდა. ასევე, მოხდა Lexus — LS400-ს გაუმჯობესება, მისი უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და J. D. Power and Associates -ს რეიტინგებშირამდენიმე პირველი საპრიზო ადგილიც დაიმსახურა.


Роскошный SC400 с четырёхлитровым мотором соперничал с лучшими европейскими купе.
SC400 - ღირსეული კონკურენტი გახდა ევროპის საუკეთესო მანქანებისათვის.

1992 წელი განსაკუთრებული გახლდათ იმ ჯილდოების დამსახურებით, რომლებიც SC400 და ES300 - მოდელებმა Automobile Magazine და Car & Driver ჟურნალებისგან მიიღეს. ამავე დროს Lexus -ს დამფუძნელბლების სანიკვარი უცნება სრულდება: აშშ-ში გაყიდვების მოცულობით იგი უკან იტოვებს თავის უძლიერეს კონკურენტებს — BMW и Mercedes-Benz — და "ლუქსის" მანქანების იმპორტიორებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თუ 1992 წელს Lexus-ს მიერ გაყიდული ავტომანქანების რაოდენობას - 92890-ს შევხედავთ, აუცილებლად დავინახავთ, რომ ეს რიცხვი საოცრად შთამბეჭდავია ფირმისთვის, რომლის არსებობის ისტორიაც მხოლოდ და მხოლოდ 5 წელს ითვლის.

SC400-ი 1992 წელს აღიარებულ იქნა აშშ-ს საუკეთესო იმპორტირებულ მანქანად ისეთი წამყვანი ჟურნალების მიერ, როგორებიცაა: Motor Trend და Motoring Press Association, ხოლო იმავე წლის მაისში LS400 დასახელდა, როგორც ყველაზე ნაკლებად პრობლემური მანქანა 3 თვის ექსპლუატაციის შემდეგ. აღნიშნული ინფორმაცია J. D. Power and Associates-ს ეკუთვნოდა. იმავე რეიტინგებში, ივლისში, Lexus - გახდა "მარკა №1" მომხმარებელთა დაკმაყოფილების თვალსაზრისით. სექტემბერში შედგა განახლებული LS400-ს დებიუტი, რომელშიც 50-მდე სიახლე იყო. ამ ცვლილებების უმრავლესობა მომხმარებლების და დილერების სურვილების შესაბამისად იქნა შემუშავებული.

შემდეგი,1993 წლის იანვარში გამოდის ახალი მოდელი - GS300. ამ სპორტული ავტომანქანის ვიზუალური მხარე იმ დროისათვის აღიარებულ ავტომობილების დიზაინერ, ჯორჯეტო ჯიუჯაროს ეკუთვნოდა. 1 წლის შემდეგი იგივე მანქანა ევროპაში, ფრანკფურტის ავტოსალონზეც გაიყვანეს. მარტში - GS300 და LS400 - American Automobile Association (AAA)-ს მიერ 1993 წლის, თავიანთი ფასების კატეგორიის, საუკეთესო მანქანებად დაასახელეს. ივნისში The Robb Report-მა წლის საუკეთესო იმპორტირებულ ავტმანქანად - LS400 - დაასახელა, ხოლო ივლისში Lexus -მა, უკვე მესამედ, პირველი ადგილი დაიმსახურა J. D. Power and Associates -ს რეიტინგში.


Для создания Lexus GS300 японцы воспользовались услугами лучшего дизайнера столетия — Джорджетто Джуджаро.
Lexus GS300 -ს შესაქმნელად იაპონელებმა საუკუნის საუკეთესო დიზაინერს - ჯორჯეტო ჯიუჯაროს - მიმართეს.

1994 წელი წინების მსგავსად, უამრაი ჯილდოს და საუკეტესო წოდების მომტანი გახდა Lexus-სათვის. მასზე წერენ ისეთი ცნობილი გამომცემლობები, როგორიცაა Popular Science, რომელიც წლის საუკეთესო მანქანად LS400-ს ასახელებს. უფრო სწორად, ეს პრიზი მიიღო LS400-ს განახლებულმა ვერსიამ, რომელმაც დიზაინში გარკვეული ცვლილებები განიცადა და გაყიდვაში 1994 წლის ნოემბერში გაჩნდა. ამასთან, Lexus-ი უკვე მეოთხედ გახდა J. D. Power and Associates რეიტინგის გამარჯვებული მომხმარებელთათვის საუკეთესო მომახურებისთვის. მომდევნო 1995 წელს იგი ისევ იკავებს აღნიშნულ პირველ ადგილს, უკვე მეხუთედ - რაც იმ დროისთვის უპრეცენდენტო ფაქტს წარმოადგენდა.

ამათ გარდა, იყო სხვა უამრავი გამარჯვება და ტიტული, მაგრამ წარმატებების ამ სერიას სერიოზულ რისკს უქმნიდა 1995 წლის მაისში აშშ-ს მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადება 100%-იანი საბაჟო გადასახადების შესახებ იაპონური წარმოების ლუქსის ტიპის ყველა მანქანაზე. კერძო კი Lexus-ს სერიის ყველა მოდელზე. ამ გადასახადის შემოღება სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებდა 8 ათასამდე მუშაკს, დასაქმებულს Lexus-ს საწარმოებში. მაგრამ უკვე ივნისში აშშ-მ და იაპონიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რის შედეგადაც მოსალოდნელი "საბაზრო ომი" აღარ გაჩაღდა.


Люксовая версия тойотовского внедорожника Land Cruiser продавалась как Lexus LX450.
Toyota Land Cruiser იყიდებოდა როგორც - Lexus LX450.

1996 წელი დაიწყო პირველი ყველგანმავალი გამოშვებით: Lexus — LX450. იგი გახლდათ Toyota Land Cruiser-ს გაუმჯობესებული ვარიანტი მე-80-ე სერიის კუზაოთი, "ლამაზმანი და ურჩხული ერთ ქმნილებაში" - Land Cruiser-ს უცვლელი ღირსებები და დამატებული Lexus-ს ფუფუნება. ამ კომბინაციით Lexus-ის ფირმამ დაიწყო ყველგანმავალი ავტომობილების წარმოება და მალე ამ სფეროშიც გაიმარჯვა, სულ რაღაც 2 თვეში ლიდერობა მოიპოვა. გაყიდული მანქანების რაოდენობით Range Rover -საც კი გადააჭარბა.

ამასთან, იანვარში მან აღნიშნა არსებობის ისტორიაში ისეთი წარმატებული თარიღი, როგორიცაა " 500 ათასი გაყიდული ავტომანქანა". აპრილში Lexus-სა და Coach-ს, უმაღლესი ხარისხის ტყავის ნივთების დამამზადებელს ფირმას, შორის დაიდო შეთანხმება, მომავალში შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ES300-ს წარკმოებაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ, ხოლო ივლისში აღიარებულმა ჟრნალმა Automobile Magazine საუკუნის 24 ყველაზე მნიშვნელოვან ავტომანქანათა შორის LS400 დაასახელა.


Следующее поколение ES300 стало больше, шикарнее и… дешевле!
ES300-ს შემდეგი თაობა უფრო მდიდრული და ... ხელმისაწვდომი გახდა!!

სექტემბერში საზოგადოებას ES300-ს ახალი მოდელი შესთავაზეს, უფრო გრძელი საბარგულით (მისმა სიგრძემ 6 სმ-თ მოიმატა), მეტად მომრგვალებული ფორმებით, მეტი კომფორტულობით და გაცილებით დაბალი ფასით, ვიდრე მისი წინაპარი. იმავე წლის დეკემბერში ახალმა ES300-მ მიიღო ჯილდო «Top Car» - AAA -საგან ფასების კატეგორიაში 25-დან 30 ათას დოლარამდე.

1997 წლის იანვარში დეტროიტიში გამართულ ავტოშოუზე Lexus -მა წარმოადგინა HPS (High Performance Sedan), ახალი თაობის GS300-ს წინა გამოშვება. HPS აღჭურვილი იყო VVT-სისტემის 4-ლიტრიანი V8 - ძრავით. ჩიკაგოში ჩატარებულ ავტოსალონზე კი, თებერვალში წარმოდგენილ იქნა კიდევ ახალი მოდელი Lexus — SLV (Sport Luxury Vehicle). მასში გაერთიანებული იყო ლუქსის ტიპის კომფორტი და საშუალო ზომის ყველგანმავლის საგზაო თვისებები.

მოგვიანებით, კერძდ იმავე წლის მარტში, კომპანიამ გამოაცხადა, რომ აღნიშნული მოდელი წარმოებაში შევიდოდა RX300 სახელით (იაპონიაში კი Toyota Harrier). მისი გამოშვება დაგეგმილი იყო 1998 წლის პირველ ნახევარში. ხოლო სექტემბერში მოხდა მნიშვნელოვანი განახლება სხვადასხვა მოდელების რიგებში: SC400/300-ს დიზაინი დაექვემდებარა გადახალისებას, LS400-მ ახალი თვისებები შეიძინა და ამას გარდა, გამოშვებულ იქნა GS400/300-ს ახალი თაობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელი, აგრეთვე აღჭურვილი იყო ტოიოტას სიტემის VVT ძრავით.


Второе поколения седана GS получило двигатели с изменяемыми фазами газораспределения <nobr>VVT-i</nobr>.
GS-ს II თაობის მოდელები აღჭურვილი იყო უახლესი ძრავებით - VVT -გაზის რეგულირების ცვალებადი ფაზებით

განახლებული GS400/300 მაშინათვე პრესის სიმპატიას იმსახურებს: ოქტომბერში Consumers Digest-ი მას ასახელებს როგორც "საუკეთესო შენაძენს", ხოლო Motor Trend - როგორც "წლის საუკეთესო იმპორტირებული მანქანა". ნოემბერში AAA -ს აზრით, 40-დან 50 ათასი დოლარის ფასების კატეგორიაში - GS400 ლიდერობს.

1997 წელის კომპანიისთვის გაყიდვების რაოდენობით კიდევ ერთი რეკორდით დასრულდა (97593 მანქანა 1 წლის განმავლობაში, მთელი რიგი 20 %-იტ მეტი ვიდრე წინა, 1996 წელს) და კიდევ ერთი სიახლე, დეკემბერში ლოს-ანჯელესში ჩატარებულ ავტოსალონზე წარმოდგენილი - LX470 (Toyota Land Cruiser-ს ანალოგი მე-100-ე სერიის საბარგულით).


Lexus LX470 — это Toyota Land Cruiser 100 с невиданным до этого уровнем оснащения.
Lexus LX470 — იგივე Toyota Land Cruiser 100 - აქამდე არნახული აღჭურვილობით

1998 წლის მარტში LX470 -ს გაყიდვაზე უკვე 147 ამერიკელი დილერი მუშაობს, მათთან ერთად გაყიდვაში გამოდის RX300. მარტში Lexus-ს ფირმა აცხადებს, რომ მისი სპონსორობით ცნობილი მუსიკოსი, ერიკ კლეპტონი აწყობს ტურნეს აშშ-ში.

გაყიდვების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა (რასაც ძალიან ეხმარებოდა RX300-ს გამოჩენა): მხოლოდ 1998 წლის აპრილში გაიყიდა Lexus -ს ფირმის 12364 ავტომანქანა, მაისში - 14620, ივლისში -14760, ხოლო აგვისტოში - 16949.

Lexus-მა გაყიდული ავტომანქანების რაოდენობით აშშ-ს ბაზარზე უკან მოიტოვა ისეთი ფირმები, როგორებიცაა: Mercedes-Benz, BMW, Cadillac, Lincoln და ამერიკის ბაზარზე "პირველი" ბრენდის ადგილი დაიკავა. რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპერტთა მიერ მინიჭებულ ჯილდოებზე. მაგალითად, J. D. Power and Associates-ს მიერ უკვე მეშვიდედ მოპოვებულ ტიტულზე "მომხმარებელთა საუკეთესოდ დაკმაყოფილების სფეროში".


По задумке создателей, RX300 должен совмещать комфорт седана бизнес-класса и практичность внедорожника.
შემნქმნელთა ჩანაფიქრით RX300 უნდა აერთიანებდეს ბიზნეს-კლასის ავტომობილის კომფორტს და ყველგანმაალის პრაქტიკულობას.

ოქტომბში ჟურნალმა Motor Trend წლის სპორტული ავტომობილის ტიტული RX300-ს მიანიჭეა, უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული წოდება (Sport/Utility of the Year) ჟურნალმა პირველად შემოიღო, რაც უკვე RX300 -ს აშკარა პოპულარობაზე მეტყველებს.

Компактный седан IS200 стал особенно популярен в Европе.
კომპაქტური IS200 - განსაკუთრებული პოპულარობა მან ევროპაში მოიპოვა.

1999 წლის იანვარი - კიდევ ერთი სიახლე Lexus -საგან: კომპაქტური სპორტული მოდელი IS200, ჩვენება დეტროიტში მოეწყო (მისი იაპონური ანალოგია - Toyota Altezza). იმავე წლის მარტში, Lexus უკვე მეხუთედ იმარჯვებს J. D. Power and Associates რეიტინგში, ავტომანქანის 5 წლის ექსპლუატაციის შემდგომ პრობლემათა დაბალი რიცხვის გამო.

უკვე გაზაფხულზე, IS200 -ს გაყიდვა ევროპაშიც დაიწო. სექტემბერში კი ფირმამ აშშ-ში მისი პირველი ავტომანქანის გაყიდვის თარიღიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.

2 თვის შემდეგ კომპანიამ იდევ ერთი იუბილე იზეიმა, შტატებში მემილიონე ავტომანქანა გაიყიდა. დეკემბერში, წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეჯამების შედეგად ფირმამ აღმოაჩინა, რომ კიდევ შეეძლოთ იუბილის გამართვა, მიზეზი კი ის გახლდათ რომ ამერიკაში გაყიდული მანქანების რაოდენობა უკვე მეოთხე წლის განმავლობაში იზრდებოდა, ამასთან 1999 წელს გაორმაგდა ევროპის ბაზარზე გასაღების დონე. ამ ფაქტში ლომის წილი, როგორც აღმოჩნდა IS200-ს მიუძღვოდა.


Серия IS выпускалась с двух (IS200) и трёхлитровыми двигателями (IS300), в кузове седан и универсал.
სერიები IS მოიცავდა ორ მოდელს: 2-ლიტრაინი (IS200) და 3 ლიტრიანი (IS300) ძრავებით.

2000 წლის დასაწყისი, როგორც უკვე ტრადიციად იქცა, დატვირთული იყო სიახლეებით. იანვარში, ლოს-ანჯელესში ფირმამ წარმოადგინა IS200-ს ახალი ვარიაცია — IS300, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა, ხოლო დეტროიტში LS400-ს რეინკარნაცია - LS430. ეს ახალი ფლაგმანი ტექნიკის და დიზაინის სფეროს უახლეს მიღწევებს აერთიანებდა: ნავიგაციის სისტემა, DVD, ტყავისა და კაკლის ხით გაწყობილი სალონი, V8-ს ძრავი 4300 კუბ.სმ-ს მოცულობით, 280ცხენის ძალა, 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6,7 წმ-ში,სიჩქარეთა გადართვის ავტომატური გადაცემის 5 საფეხურიანი კოლოფი, ყველაფერთან ერთად მინიმალური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მისი კლასის ავტომობილებს შორის.

Lexus LS430 второго поколения был оснащён ничуть не хуже конкурентов.
Lexus LS430 - კონკურენტებს არაფრით ჩამოუვარდებოდა

2000 წლის აპრილში ნიუ-იორკის ავტოსალონზე SC430-ს წინასწარი წარდგენა ანონსის სახითმოხდა. იმავე თვეს კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2003 წლიდან RX300-ს აწყობა Toyota -ს კანადის ქარხანაში მოხდებოდა (აქამდე მისი ყველა ავომობილი იაპონიაში იწყობოდა). ივნისში გაყიდვაში შედის - IS300, აგვისტოში Lexus ხდება აშშ-ს იმპორტირებულ ავტომანქანათა შორის "პირველი ბრენდი", რომელმაც თავისი ეგზემპლარების გაყიდვათა რაოდენობით 1 თვის განმავლობაში 20000-ს მიაღწია, სექტემბერში გაყიდვაში გამოდის GS430. ოქტომბერში სერიულ გამოშვებას ექვემდებარება LS430. 2000 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ამჯერადაც (უკვე მეხუთედ) Lexus -მა გაზარდა თავისი გაყიდვების რაოდენობა და ისევ უკან ჩამოიტოვა აშშ-ს ბაზარზე არსებული ლუქსის ტიპის ავტომობილების მწამოებელი ყველა ფირმა.

В 2000 году Lexus GS получает новый силовой агрегат объёмом 4,3 литра.
2000  წელს Lexus GS-ს დაემატა ახალი სიძლიერის აგრეგატი 4,3 ლიტრის მოცულობით 

2001 წლის იანვარში Toyota-მ გამოაცხადა, რომ ძრავები და подвеска  RX300-სათვის დამზადდებოდა ბუფალოს ქარხანაში. იმავე დროს, დეტროიტის ავტოსალონზე მოეწყო ჩვენება ისეთი მოდელებისა, როგორიცაა IS300 SportCross და IS300 Manual Transmission. ასევე უკვე წარმოებაში გასაშვებად გამზადებული  SC430-სა. IS300 SportCross აღჭურვილი იყო ისეთი თვისებებით, როგორიცაა გადამრთველი ღილაკები საჭეზე, მათი გამოყენება იძლეოდა საშუალებას გვემართა ავტომობილი  სიჩქარეთა ავტომატური გადამრთველი კოლოფის გამოყენების გარეშე. IS300 Manual Transmission კი - როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ავტომატურის ნაცვლად  მექანიკურ კოლოფს შეიცავდა.
მარტში გაყიდვაში გაიშვა SC430, იმ დროისათვის მასზე შეკვეთები წლის ბოლომდე შევსებული იყო. მისი დიზაინი, რომელიც მომხმარებლის ყოველგვარი დახმარების გარეშე 25 წამში ღია კუპედ გარდაქმნიდა, შემუშაბეულ იქნა  Lexus European Design and Development Centre-ს მიერ საფრანგეთში. აგვისტოში დაიწყო IS300 SportCross და IS300 Manual Transmission-ს გაყიდვა, ხოლო ოქტომბერში ES300-ს მესამე თაობა, მისი უფრო დახვეწილი, სადა და კომფორტული მოდელი.


Новый SC430 не только стал мощнее и роскошнее — из купе он превратился в купе-кабриолет с жёсткой складывающейся крышей. Впервые на автомобилях Lexus — аудиосистема высочайшего класса от Mark Levinson.
ახალი SC430 - არამარტო ძლიერი და ძვირფასია - არამედ იგი კუპედან გარდაიქმნა კუპე-კაბრიოლეტად ხისტი სახურავით. პირველად გა,ოიყენება Lexus-ს ავტომობილებში —Mark Levinson-ს უმაღლესი ხარისხის აუდიო-სისტემა

2002 წელს ფირმას ჰყავს პირველი ოფიციალური დილერი რუსეთში «Лексус-Бизнес Кар» -მოსკოვში (ხოლო 1 წელიწადში მათი რიცხვი კიდევ ერთით იზრდება). ივნისში ამერიკის ტელეეკრანებზე გამოდის სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი შედევრი «Minority Report» ("განსაკუთრებული აზრი"), რომლის მთავარი გმირისთვისაც ავტომანქანას Lexus ამზადებს. 

Этот автомобиль специально был построен для съёмок в фильме «Особое мнение» с Томом Крузом в главной роли.
ეს ავტომობილი სპეციალურად დაამზადეს ფილმისათვის "განსაკუთრებული აზრი" , მთავარ როლში ტომ კრუზი.

ხელოვნებაში მისი გამოჩენის პარალელურად, Lexus განაგრძობდა მისი სერიული მოდელების გაუმჯობესებას - პარიზის ავტოსალონზე გამოჩნდა IS200 SportCross 2 ლიტრიანი ძრავით. ნოემბერში აშშ-ში იწყება Lexus GX470-ს გაყიდვა, რომელსაც "უხეში ფუფუნება" შეარქვეს (იაპონიაში მის ანალოგს წარმოადგენდა  Toyota Land Cruiser Prado).

Lexus GX470 был создан как разумный компромисс между относительно компактным кроссовером RX300 и большим внедорожником LX470.
Lexus GX470 წარმოედგენდა RX300-სა და LX470-ს ერთობლივ ვარიანტს.

2003 წლის გაზაფხულზე, მარტში, დეტროიტის ავტოსალონზე წარმოადგინა RX300-ს უფრო თანამედროვე და დინამიური მოდელი RX330,  აღჭურვილი ძრავის გაზრდილი მოცულობით, უკანასკნელი ტექნიკური მიღწევებით და  ოდნავ უფრო დიდი საბარგულით, ვიდრე მის წინაპარს ჰქონდა. 

Lexus RX второго поколения выпускается в двух вариантах — трёхлитровый RX300 для Европы и более мощный RX330 с мотором 3,3 литра — для США.
Lexus RX -ს II თაობის 2 ვარიანტი შეიქმნა: 3-ლიტრაინი ძრავითRX300  ევროპისათვის და უფრო ძლიერი - 3,3 ლიტრინი ძრავით RX330 ამერიკისათვის.

ეს მოდელი განკუთვნილი იყო აშშ-ს ბაზრისათვის. ევროპისათვის შეიქმნა მისი ოდნავ შეცვლილი ვარიანტი 3,3 ლიტრიანი ძრავით, თუმცა მასაც RX300 ერქვა. მისი ევროპის ბაზარზე გატანა 2003 წლის მაისში მოხდა და პირველივე თვეს გაყიდული მანქანების რაოდენობით მისი სერიის ყველა სხვა მოდელი უკან ჩამოიტოვა. იმ თვესვე, მაისში, ნიუ-იორკის ავტოშოუზე წარდგენილ იქნა — HPX (High Performance Crossover). 

Концепт-кар Lexus HPX (High Performance Crossover) — попытка совместить лучшие качества спорткара и внедорожника.
Lexus HPX (High Performance Crossover) — სპორტული მანქანის და ყველგანმავლის საუკეთესო მახასიათებლების ერთ მანქანაში მოქცევის აშკარად წარმატებული მცდელობა გახლდათ.

სექტემბერში, როგორც დაგეგმილი იყო Lexus ავტომანქანების  Toyota -ს ქარხანაში, კანადაში აწყობა დაიწყო. ამასთან, ფრანკფურტის ავტოსალონზე, სექტემბრის თვეში, Lexus წარმოადგინა მისი ფლაგმანის  LS430-ს განახლებული ვერსია.

В 2003 году флагман фирмы LS430 подвергся лёгкому рестайлингу.
2003 წელს ფირმის ფლაგმანმა LS430 მცირე ცვლილებები განიცადა.

 Lexus-ს უახლოეს სამომავლო გეგმას ევროპის ბაზრისათვის ავტომანქანების დიზელის  (სადაც დიზელი მისი გამონაბოლქვის ნაკლებად მავნე თისებების გამო ძალიან პოპულარულია), ხოლო ამერიკისათვის ჰიბრიდულ ძრავებზე დამზადება წარმოადგენს. ასევე დაგეგმოლია  GS430-ს ახალი თაობის გამოშვება, რომელზეც დიზაინერების და კონსტრუქტორების საუკეთესო კოლექტივი მუშაობს, ასევე თავისი ბრენდის იაპონის ბაზრებზე წარმოჩენა, სადაც მას ნამდვილად ცოტა თუ იცნობს. კომპანის უახლოეს სამომალვლო მიზნებში, ასევე შედის სუპერ-ლუქსის ახალ დონეზე გაყვანა, სადაც ამჟამად Rolls-Royce, Bentlеy და Maybach - წამყვან ფირმებს წარმოადგენენ. ყოველივეს გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, თითქოს Lexus ლიმუზინის გამოშვებას გეგმავს, რომელიც იმპერატორთა ოჯახში არსებულ Toyota Century-ს შეცვლის.

Императорской семье недолго осталось раскатывать на Toyota Century. В скором времени Lexus грозится пересадить японское правительство на новые лимузины, с которым они вторгнутся на рынок автомобилей высшей категории, где сейчас правят такие монстры, как Maybach, <nobr>Rolls-Royce</nobr> и Bentley.
იმპერატორის ოჯახს დიდ ხანს აღარ მოუწევს Toyota Century-ს გამოყენება. უახლოეს მომავალში Lexus მათ ახალ ლიმუზინების შეთავაზებას გეგმავს, რომლითაც ისინი საუკეთესო ავტომანქანების ბაზარზე შეჭრას გეგმავენ, ბაზარზე სადაც ამჟამად ისეთი გიგანტები ლიდერობენ როგორებიცაა: Maybach, Rolls-Royce და Bentley.

აერთო ჯამში  Lexus -ს ისტორია გრძელდება, თანაც უფრო და უფრო წარმატებულად. კომპანია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრით შემოფარგვლას (თუმცაღა უნდა აღინიშნოს, მის საწყის მიზანს სწორედ მისი დაპყრობა წარმოადგენდა). ამაზე მეტყველებს ის ათობით მიღებული ჯილდოები და სხავადასხვა რეიტინგების საუკეთესო მაჩვენებლები, რომლებიც მან მოიპოვა.

ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ, მათი პროდუქცია აერთიანებს არაჩვეულებრივ კომფორტს, ჩვეულ სტილს და საუკეთესო იაპონურ ხარისხს. Lexus-ს ფირმის წარმატების ერთერთ მიზეზს, ალბათ მომხმარებელთან მისი მჭიდრო კავშირიც განაპირობებს, რომელსაც იგი თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას გარდა, იგი ხშირად გვევლინება სხვადასხვა სპორტული, ხელოვნების თუ გარემოს დაცვასისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სპონსორის როლში.