მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ასატონ მარტინი” ფორმულა 1-ს უბრუნდება
23:03
”ასატონ მარტინი” ფორმულა 1-ს უბრუნდება

სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია ”ასტონ მარტინი” 2012 წელს ფორმულა 1-ს დაუბრუნდება. ამის თაობაზე ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალი ”აუტოქარი” ავრცელებს.
”ასატონ მარტინი” თავის საჯინიბოს ინგლისურ გუნდ ”პროდრაივის” ბაზაზე ჩამოაყალიბებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მერმისიდან ჩაერთვება. ეს უკანასკნელი ავტოსპორტის სამყაროში კარგად ცნობილ ბრიტანელ მენეჯერ დევიდ რიჩარდსს ეკუთვნის, რომელიც იმავდროულად, იმ ინგლისურ-კუვეიტურ-ამერიკული კონსორციუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელიცაა, რომელმაც ”ასტონ მარტინი” ”ფორდისგან” გამოისყიდა.
აღსანიშნავია, რომ ”პროდრაივსა” და ”ასტონ მარტინს” პარტნიორობის გამოცდილება უკვე აქვთ - მათი ერთობლივი გუნდი ლე მანის სერიის რბოლებში მონაწილეობს. რიჩარდსმა ორი არაბული კომპანიისგან უკვე მიიღო ფორმულა ერთში ფინანსური მხარდაჭერის გარანრტიები. მართალია, ”პროდრაივს” საკუთარი ულტრათანამედროვე ტექნიკური ბაზა აქვს, მაგრამ მერმისჩემპიონატში შეძენილი შასითა და ძრავით იასპარეზებს. შასის ”მაკლარენისგან”, ძრავებს კი ”მერსედეს-ბენცისგან” შეიძენს, რომელთანაც ”ასტონ მარტინს” ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა აკავშირებს. დებიუტიდან მესამე სეზონში კი გუნდა ”ასტონ მარტინი” დაერქმევა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ”ასტონ მარტინს” დაარსებიდან 100 წელი უსრულდება და კომპანიას სურს, რომ საიუბილეოდ ფორმულა ერთში მყარი პოზიცია ეკავოს. აქამდე ინგლისური კომპანია სარბოლ ტრასებზე წარმატებას მხოლოდ ლე მანის რბოლებში აღწევდა, სადაც 1959 წელს მისმა ეკიპაჟმა გამარჯვების დუბლი შეასრულა. მომდევნო სეზონში კი ფორმულა ერთშიც სცადა ბედი, მაგრამ ორი წელი ტყუილად დაშვრა და დიდი პრიზების ცირკი მიატოვა.
ლე მანის წლევანდელ 24-საათიან რბოლაზე ”ასტონ მარტინი” სამ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც ინგლისური მარკის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლის, ლეგენდარულ სუპერაგენტ ჯეიმს ბონდის საპატივცემულოდ, 007, 008 და 009 ნომრებს მიიღებენ. სამივე სპორტული პროტოტიპი ინგლისური კომპანია ”ლოლას” შასიზეა ბაზირებული, ძრავებით კი გუნდა ”ასტონ მარტინი” ამარაგებს.
ნანახია: 775 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: