მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ბეემვე X1” დებიუტისთვის ემზადება
23:22
”ბეემვე X1” დებიუტისთვის ემზადება

”ბეემვეს” სამოდელო გამის უახლესი და ყველაზე პატარა უგზოობის ავტომობილი - X1 ტესტირების ბოლო ეტაპს გადის და ფრანკფურტის ავტო შოუზე პრემიერისთვის ემზადება. წესით, ასეთ დროს, კომპანიები თავიანთი სიახლის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ერთ-ერთი სატესტო სესიის შემდეგ, ინტერნეტში სატესტოდ შენიღბული X1-ის ფოტოები გამოჩნდა, ბავარიული კომპანია იძულებული გახდა, მედიისთვის ამ ავტომობილის ოფიციალური ფოტოები მიეწოდებინა, რისთვისაც საკუთარი ბლოგ-გვერდი გამოიყენა.

კამუფლირებული ავტომობილის ფოტოები, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, ესპანეთის ქალაქ მალიორკაში, ტესტების შემდეგაა გადაღებული. მულაჟის მიუხედავად, კარგად ჩანს, რომ სერიული X1 კონვეიერამდე თითქმის იმ სახით მიაღწევს, რომლითაც ის პარიზის შარშანდელ ავტო შოუზე წარსდგა.

წარმოების დასაწყისისთვის, ავტომობილი სამ ძრავს და სრულამძრავიან (xდრაივ) ტრანსმისიას მიიღებს, თუმცა მოგვიანებით, ვყიდველებს წინა წამყვანბორბლებიან ვერსიასაც შესთავაზებენ. სამი ძრავიდან ორი დიზელზე მუშაობს, ერთი კი - ბენზინზე. ეს უკანასკნელი ყველაზე მძლავრი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია X1-ის საბაზო ღირებულება. მოსალოდნელია, რომ ”ბეემვე” თავისი სიახლის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფრანკფურტული ავტო რანდევუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს. მაშინვე გამოცხადდება ავტომობილის ფასებიც.

ნანახია: 757 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: