მთავარი » 2009 » ნოემბერი » 17 » ”ბეემვემ” X1-ის ფოტო ტისერები გამოაქვეყნა
16:30
”ბეემვემ” X1-ის ფოტო ტისერები გამოაქვეყნა



მომდევნო რამდენიმე წელიწადი ”ბეემვესთვის” სიახლეებით მდიდარი იქნება. გერმანული კომპანია თავის კლიენტებს განახლებული მოდელების გარდა, სრულიად ახალი კლასის ავტომობილებსაც შესთავაზებს. სრულიად ახალ ავტომობილთაგან კი ბაზარზე პირველები მე-5 სერიის GT და უგზოობის კომპაქტური X1 გამოჩნდება.

3 ივნისს, ბავარიულმა კომპანიამ, მალიორკაში ჩატარებული მორიგი ტესტების შემდგომ გადაღებული კამუფლირებული X1-ის ფოტოები გამოაქვეყნა. დღეს კი მის ფოტო ტისერებსა და მწირ ინფორმაციასაც იმეტებს. თუმცა, ეს ფოტოებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ავტომობილი ”ბეემვეს” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ამაზე რადიატორის, წინა და უკანა ფარების ფოტოები მეტყველებს. თუმცა ამ სტილის პიონერად უკვე შეიძლება ჩაითვალოს მე-5 სერიის GT, რომლის ოფიციალური ფოტოებიც, ”ბეემვემ” უკვე გამოაქვეყნა.

X1 პირველი სერიის მოდელის პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა მასზე გაცილებით მაღალია. ავტომობილში ასევე მე-3 სერიის სედანის მაკომპლექტებლებსაც გამოიყენებენ. X1-ის მყიდველებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება სრულამძრავიანი სისტემა X-დრაივი, რომელიც სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა.

ძრავების გამა მრავალფეროვანია, თუმცა X1 თავიდან მხოლოდ ორი აგრეგატით (1.8-ლიტრიანი ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, xდრაივ18i და xდრაივ18d ვერსიები) იქნება ხელმისაწვდომი. შემდეგ სამოდელო გამას შეავსებენ xდრაივ20d და xდრაივ23d ვერსიები. პირველის მონაცემებია: 177 ცხენის ძალა, 0-100 კმ/სთ-მდე 8.4 წამში აჩქარება და 100 კილომეტრზე 5.8 ლიტრი ხარჯი. მეორისა კი - 204 ცხენის ძალა და 0-100 კმ/სთ-მდე 7.3 წამში აჩქარება. დაბოლოს, სამოდელო გამას xდრაივ28i ვერსია შეავსებს, რომლის მონაცემებიც ჯერჯერობით არ ქვეყნდება.

X1-ის წარმოება ამ ზაფხულს, გერმანიის ქალაქ ლაიპციგში დაიწყება. წარმოების ყოველწლიური დაგეგმილი მოცულობა 100 000 ავტომობილია. ჯერჯერობით, X1-ის ღირებულება უცნობია, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ის 1-ლი სერიის მოდელზე ძვირი, 30 000 ევროს ფარგლებში იქნება.

ნანახია: 805 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: