მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ბრაუნ GP” ბოლიდს აახლებს
23:28
”ბრაუნ GP” ბოლიდს აახლებს

მიუხედავად იმისა, რომ ტიტულოვანი სპონსორი ჯერაც არ ჰყავს, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი ”ბრაუნ GP” ფინანსურად მყარად დგას და რა თქმა უნდა, თავისი ბოლიდის სრულყოფაზე ზრუნავს. ამის დასტურად, თურქეთის დიდ პრიზზე შეცვლილ ავტომობილს გამოიყვანს. კერძოდ, მანქანას სრულიად ახალი წინა ანტიფრთა ექნება.

”ჩვენს ბრეკლის ფაბრიკაში მუშაობა წამითაც არ შეჩერებულა. თურქეთში მანქანას სრულიად ახალი წინა ანტიფრთით გამოვიყვანთ. გარკვეული ცვლილება კიდევ რამდენიმე აეროდინამიკულ ელემენტს და წინა საკიდარსაც შეეხება. სტამბულის ტრასა მანქანებისადმი ძალიან მომთხოვნია, რადგან სწრაფ მონაკვეთებს ნელი მოსახვევები ენაცვლება. ეს კი მანქანის იდეალურად დარეგულირებას ართულებს”, - ამბობს ”ბრაუნ GP-ს” მფლობელი და იმავდროულად, გუნდის ტექნიკური დირექტორი როს ბრაუნი.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ეტაპის შემდეგ, პირად ჩათვლაში ჩემპიონატს ”ბრაუნ GP-ს” ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი დამაჯერებლად ლიდერობს, კონსტრუქტორთა პირველობაზე კი ცხრილის სათავეში ”ბრაუნ GP” იმყოფება. მათი უპირატესობა კი იმდენად მყარია, რომ თურქული ეტაპის უქულოდ დასრულების შემთხვევაშიც კი, ისინი ლიდერობას შეინარჩუნებენ.

თურქეთის დიდი პრიზი კვირას, 7 ივნისს, სტამბულის ავტოდრომ ”ისტანბულ პარკზე” ჩატარდება.

ნანახია: 727 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: