მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ბრებჰემი” ფორმულა 1-ში ბრუნდება
23:29
”ბრებჰემი” ფორმულა 1-ში ბრუნდება

შვეიცარიული ყოველკვირეული გამოცემა ”მოტორშპორტ აკტუელი” იუწყება, რომ შესაძლოა, ფორმულა ერთს სახელი ”ბრებჰემი” დაუბრუნდეს. საქმე ისაა, რომ 2010 წლის განაცხადებს შორის ფიგურირებს გერმანული ”ფორმტეხი”, რომელსაც ბრენდ ”ბრებჰემის” გამოყენების უფლება აქვს.

”ფორმტეხის” მფლობელმა, გერმანელმა ბიზნესმენმა ფრანც ჰილმერმა შარშან ფ1-ის გაკოტრებული საჯინიბო - ”სუპერ აგური” და ინგლისის ლიფილდში მდებარე მისი ბაზა შეიძინა, რომლის გამოყენებასაც იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) მის განაცხადს დააკმაყოფილებს.

”ბრებჰემი”, თავის დააარსებელთან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ავსტრალიელ ჯეკ ბრებჰემთან ერთად, ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ლეგენდაა. 1966 წელს ჯეკ ბრებჰემმა თავისივე გუნდის მანქანით, მესამე ტიტული მოიპოვა. ეს ფორმულა ერთის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როცა პილოტი ჩემპიონის ტიტულს თავისივე გუნდის ბოლიდით დაეუფლა. სულ კი ”ბრებჰემის” პილოტებს ოთხი საჩემპიონო ტიტული აქვთ მოპოვებული, რომელთაგან ორი ბრაზილიელი ნელსონ პიკეს (სურათზე) ანგარიშზეა.

ცნობისათვის, 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე 13 გუნდს FIA 12 ივნისს დაასახელებს. ”ბრებჰემ გრან პრის” გარდა, მოქმედ გუნდებს გარდა, განაცხადი ასევე ”პროდრაივს”, ”კამპოს მეტა1-ს”, ”US გრან პრი ენჯინეარინგს”, ”კაიტსპიდს”, ”მარჩს”, ”ლოლას” და კიდევ რამდენიმე პრეტენდენტს აქვს შეტანილი.

ნანახია: 701 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: