მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ბრემბო” კარბონის მუხრუჭებს მასობრივად გამოუშვებს
23:21
”ბრემბო” კარბონის მუხრუჭებს მასობრივად გამოუშვებს

საავტომობილო მუხრუჭების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ”ბრემბომ” ერთობლივი საწარმო შექმნა ნახშირბადის ბოჭკოების მწარმოებელ SGL-თან და მასთან ერთად, ჩამოაყალიბა ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანიც კარბონ კერამიკული კომპოზიტისგან სამუხრუჭე სისტემების მასობრივად წარმოებაა.

პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ყოველწლიურად 70 მილიონი ევროს ღირებულების კარბონ კერამიკული კომპოზიტებისგან დამზადებული მუხრუჭების გაყიდვას შესძლებენ და მნიშვნელოვნად გააფართოებენ იმ კომპანიების (ფერარი, ლამბორგინი, პორშე, ასტონ მარტინი, ბენტლი, ბუგატი, დაიმლერი და აუდი) წრეს, რომლებიც ასეთი სამუხრუჭე დისკების მომხმარებლები არიან.

სიძვირის გამო, დღეისათვის კომპოზიტებისგან დამზადებულ მუხრუჭებს მხოლოდ სარბოლი და საგზაო სპორტული ავტომობილების მწარმოებლები იყენებენ. ”ბრემბო” და SGL კი ფიქრობენ, რომ პროდუქციის გაიაფებით, ასეთი მუხრუჭებით უფრო მეტ კომპანიას დააინტერესებენ.

კარბონ კერამიკული კომპოზიტისგან დამზადეული მუხრუჭები ავტოინდუსტრიაში ფორმულა 1-დან შემოვიდა. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი დისკების დამზადებას ხელით შრომა სჭირდეა, ისინი მეტისმეტად ძვირია, რის გამოც, მათ მხოლოდ ძვირადღირებულ ავტომობილებში იყენებენ. ”ბრემბო” და SGL კი ახალი, წარმოების სრულად ავტომატიზებული ტექნოლოგიის შემუშავებას გეგმავენ, რაც პროდუქციის ფასის მნიშვნელოვნად შემცირებას და ასეთი მუხრუჭების მასობრივად გამოყენებას გამოიწვევს.

სურათზე: ”ბრენბოს” კარბონ კერამიკული დისკები ”ნისან GT-R-ზეც” დგას

ნანახია: 790 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: