მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ბუგატიმ” მეორე მოდელის წარმოება დაიწყო
23:15
”ბუგატიმ” მეორე მოდელის წარმოება დაიწყო

უკვე რამდენიმე წელია, ფრანგული კომპანია ”ბუგატი”, რომელიც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, ერთადერთ მოდელს - ”ვეირონს” აწარმოებს, რომელიც უსაშველო სიძვირის მიუხედავად, პლანეტის უმდიდრეს ავტომოყვარულებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ მისი წარმოება უკვე დასრულებულია, ახალ მოდელს კი მარკის თაყვანისმცემლები დიდი ხანია, ელიან.

შარშან, პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის გამოფენა-კონკურსზე, ”ბუგატიმ” ”ვეირონის” ღიაძარიანი ვერსია - ”ვეირონ გრან სპორტი” წარადგინა და მაშინვე, ამ ავტომობილზე რამდენიმე შეკვეთა მიიღო. მაგრამ გავიდა ერთი წელი და მისი წარმოების დაწყებას საშველი ვერაფრით დაადგა.

ამ ერთი წლის განმავლობაში, ერთადერთი ”ვეირონ გრან სპორტი” გაიყიდა და ისიც ის მოდეკია, რომელიც კომპანიამ პებლ ბიჩში წარადგინა. თანაც, კალიფორნიაშივე, ”გუდინგ ენდ კომპანის” მიერ ჩატარებულ აუქციონზე, იმ ავტომობილში ინკოგნიტო მყიდველმა 3.2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

და აი, ამ დღეებში, საფრანგეთის პატარა ქალაქ მოლშეიმში, ღია ”ვეირონის” წარმოება დაიწყეს. ”ვეირონ გრან სპორტი” 1.96 მილიონი დოლარი ღირს, კუპეზე თითქმის ნახევარი მილიონით მეტი. თანაც, ამ თანხაში არ შედის ავტომობილის ტრანსპორტირების, დაზღვევის და გადასახადების ხარჯები.

”ბუგატი” მხოლოდ 150 ცალი ”ვეირონ გრან სპორტის” წარმოებას გეგმავს. ამის თითქმის მეხუთედზე კომპანიას შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. შემკვეთები კი კომპანიის ის კლიენტები არიან, რომლებმაც ადრე კუპე ”ვეირონი” შეიძინეს და ახლა მისი ღია ვერსიით სიამოვნების მიღებაც სურთ.
ნანახია: 684 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: