მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ეკლსტოუნმა რომის დიდი პრიზი დაარეგისტრირა
23:27
ეკლსტოუნმა რომის დიდი პრიზი დაარეგისტრირა

ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში ახალი ევროპული ორგანიზაცია ”ფორმულა უნო გრან პრემიო დი რომა”. ამგვარად, ამ სახელით, ევროპაში რბოლის ჩატარების უფლება მხოლოდ მას ეკუთვნის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომის გარეუბანში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის გამართვით, დიდი პრიზების ცირკის ფაქტობრივი გამგებელი პირადადაა დაინტერესებული.

ბტიტანული გამოცემა ”ივნინგ სტანდარდი” ვარაუდობს, რომ ფორმულა ერთის კალენდარში რომის დიდი პრიზი 2011 წელს გამოჩნდება. ოღონდ, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, ეს რბოლა იტალიის დიდ პრიზს შეცვლის, თუ ევროპისას, რომელთაგან პირველი მილანის მახლობლად, პატარა ქალაქ მონცას სამეფო პარკში მდებარე, ევროპის ერთ-ერთ უძველეს ავტოდრომზე ტარდება, მეორეს კი შარშანდლიდან ესპანეთის ქალაქ ვალენსია მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, რომის დიდი პრიზის ჩატარების იდეა სუპერბაიკის (მოტოციკლები) საერთაშორისო ჩემპიონატის პრომოუტერმა მაურიციო ფლამინიმ იანვარში წამოაყენა, მოგვიანებით კი ამ იდეას ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა ჰერმან ტილკემ რომაული ტრასის მოწყობის სამი შესაძლო ვარიანტი წარმოადგინა. მაისში კი, რომის მერმა ჯანი ალემანომ და ფლამინიმ რომაული რბოლის პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელზეც ითქვა, რომ მარადიულ ქალაქში რბოლა შეიზლება 2011 წელს ჩატარდეს.

აღსანიშნავია, რომ რომის დიდი პრიზი ადრეც არაერთხელ ჩატარებულა. 1954 და 1963 წლებში მასში ფ1-ის ბოლიდებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ის რბოლები მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში არ შედიოდა. ყველაზე ხშირად (50-60-იან წლებში), რომაული დიდი პრიზი ფორმულა 2-ის ცალენდრის ეტაპი იყო. რომის დიდი პრიზი ბოლოს 1991 წელს გაიმართა. ის რბოლა ფორმულა 3000-ის ეტაპი იყო და ის იტალიელმა ალექს ძანარდიმ მოიგო.

ნანახია: 686 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: