მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ელექტრომობილის ნაცვლად როდსტერი
23:34
ელექტრომობილის ნაცვლად როდსტერი

ამ დღეებში, დასავლურ პრესაში გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ვითომ, ფრანკფურტის ავტო შოუსთვის, ”აუდი” თავის კუპე R8-ზე ბაზირებულ ელექტრომობილს ამზადებს. მაგრამ გერმანულმა კომპანიამ მალევე უარყო ეს ჭორები და გამოაცხადა, რომ ფრანკფურტში მისი პავილიონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი R8-ს ბაზაზე შექმნილი როდსტერი, სახელად ”აუდი R8 სპაიდერი” იქნება.

კუპესთან შედარებით, ახალ ავტომობილი საგრძნობლადაა შეცვლილი. პირველ რიგში, ეს სახურავს ეხება - ის რბილი მატერიისგან მზადდება. ასევე შეცვლილია მოტორისზედა სეგმენტი, რომელიც მოცულობაში გაიზარდა, რათა ავტომატურად დასაკეცი სახურავი და მისი მექანიზმი დაიტიოს.

სამაგიეროდ, როდსტერს ორივე ძრავი კუპესგან გამოჰყვება. ესენია 4.2-ლიტრიანი V8 და 5.0-ლიტრიანი V10, რომლებიც შესაბამისად, 420 და 525 ცხენის ძალას ავითარებენ. არის ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი კონკურენციას ”ლამბორგინი გალიარდოს” გაუწევს, რაც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფისთვის არასასურველი უნდა იყოს. თუმცა, ის კლიენტებს წაართმევს ისეთ პოპულარულ კონკურენტებსაც, როგორებიცაა ”ფერარი კალიფორნია” და როდსტერი ”ასტონ მარტინ V8 ვენტიჯი”.

სავარაუდოა, რომ ”აუდი R8 სპაიდერის” (ავტომობილს სახელი ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ აქვს). წარმოება მერმის, წლის ბოლოს დაიწყება. მისი ფასები კი წარმოების დაწყების შემდეგ გამოცხადდება.

ნანახია: 725 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: