მთავარი » 2009 » დეკემბერი » 19 » ელექტრული ”სმარტი” ჩვეულებრივი ავტოს ხმით
23:42
ელექტრული ”სმარტი” ჩვეულებრივი ავტოს ხმით

ელექტრომობილების დადებით თვისებათაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ისინი უხმაუროდ მუშაობენ. მაგრამ ბევრისთვის, ვინც სპორტული ძრავების გრუხუნსაა მიჩვეული, ეს უარყოფით თვისებად ითვლება. იმავდროულად, ჩუმი ავტომობილი ფეხით მოსიარულეთათვის გარკვეულ ხიფათსაც შეიცავს.

სწორედ ამ ნაკლის გამოსასწორებლად, კომპანია ”ბრაბუსმა” მის მიერ ”სმარტის” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილისთვის საინტერესო სისტემა შექმნა. ეს სისტემა ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორიც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს აქვთ. უფრო მეტიც, მძღოლს შეუძლია აირჩიოს ეკონიმიური, ან სპორტული ძრავის ხმა. და თუ საჭიროა, ის სისტემას საერთოდ გამორთავს და მაშინ, ”სმარტი” ისევ უხმაურო გახდება.

ამ ეტაპზე, სისტემა მხოლოდ კონცეპციის დონეზე არსებობს. თუმცა, ”ბრაბუსი” პირობას იძლევა, რომ იმ დროისთვის, როდესაც ელექტრონული ”სმარტი” ბაზარზე გამოვა, ხელოვნური ხმის სისტემაც მზად იქნება. ელექტრონული ”სმარტის” გაყიდვების დაწყება კი ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.
ნანახია: 847 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: