14:03 ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის ნომინანტები | |
![]() ორგანიზაცია ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილმა” დაასახელა ძველი კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაზე წარდგენილი 41 ახალი ავტომობილის ნომინანტთა სია, რომლებიდანაც კომპეტენტური ჟიური ყველაზე გამორჩეულს აარჩევს. 2 ნოემბერს ჩატარდება წინასწარი გამოკითხვა, რის შემდეგაც კონკურსს 7 საუკეთესო ავტომობილი შემორჩება. მეორე გამოკითხვა კი გამარჯვებულს გამოავლენს. თუმცა ამ გამოკითხვის შედეგები მხოლოდ 29 ნოემბერს გამოქვეყნდება. ჟიურიში ევროპის 23 ქვეყნის 59 საავტომობილო გამოცემის ჟურნალისტი შედის. სხვადასხვა ქვეყანას ჟიურიში განსხვავებული რაოდენობით წარმომადგენელი ჰყავს. მათი რაოდენობა ქვეყნის ზომასა და გამოცემების პოპულარობაზეა დამოკიდებული. ჟიურიში ყველაზე მეტი, 6-6 წარმომადგენელი საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთსა და რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ჰყავთ.
ალფა რომეო ჯულიეტა აუდი A1 აუდი A7 აუდი A8 ბეემვე მე-5 სერია ბეემვე X3 შევროლე სპარკი სიტროენ C3/DS3 სიტროენ C4 დაჩია დასტერი ფიატ დობლო ფორდ C-მაქსი/გრანდ C-მაქსი ჰონდა CR-Z ჰიუნდაი ix20 ჰიუნდაი ix35 იაგუარ XJ ჯიპ გრანდ ჩეროკი კია სპორტიჯი კია ვენგა ლექსუს CT200h მაზდა5 მერსედეს ბენც CLS მინი ქანთრიმენი მიცუბიში ASX მიცუბიში i-MiEV/პეჟო iOn/სიტროენ C-ზერო ნისან ჯუკი ნისან ლიფი ნისან მიკრა ოპელ მერივა პეჟო RCZ პორშე კაიენი რენო ფლუენსი რენო ლატიტუდი რენო უინდი სააბ 9-5 სუზუკი კიზაში სუზუკი სუიფტი ფოლკსვაგენ პასატი ფოლკსვაგენ ტუარეგი ფოლკსვაგენ შარანი/სეატ ალჰამბრა ვოლვო S60/V60 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |