მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » G-POWER M6 Hurricane CS
20:31
G-POWER M6 Hurricane CS
BMW–ს გერმანულმა ტუნინგ ფირმამ, G–Power–მა გადაწყვიტა შეექმნა უსწრაფესი BMW – ს კუპე მათ შორის, რაც კი აქამდე შექმნილა. კომპანია აცხადებს, რომ G-Power M6 Hurricane CS–ს მაქსიმალური სიჩქარე აქვს 370 კმ/სთ–ზე მეტი, მაგრამ სამწუხაროდ არ ავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ. ასევე ისინი ჯერჯერობით არ ახმაურებენ როდის მოიყვანენ ჩანაფიქრს სისრულეში. სარწმუნო და ნამდვილი ინფორმაცია არის მხოლოდ ის, რომ მასშიც გამოიყენებენ ერთხელ უკვე ნაცად twin supercharged V10 SK III RS ძრავს 750 ცხენის ძალით, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა M5 Hurricane CS–ისთვის და გასული წლის უსწრაფესი სედანის ტიტულიც მოაპოვებინა. მისი რეკორდი იყო 367.6 კმ/სთ. M6 კი ნამდვილად შეძლებს იყოს უფრო სწრაფი, რადგან მას აქვს გაცილებით უკეთესი აეროდინამიკა

ნანახია: 754 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: