მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » G-Power-ს დატიუნინგებული BMW X5 M-ი
20:28
G-Power-ს დატიუნინგებული BMW X5 M-ი

ვერცერთი ტიუნინგ-ატელიე ვერ მისცემდა თავს უფლებას დაემუშავებინა ავტომობილი და მისი ნახელავი გადასაკეთებელ ობიექტზე ნაკლებად მძლავრი გამოსულიყო. თუმცა სწორედ ეს დაემართა კომპანიას - G-Power.
ამა წლის მარტში მოსახლეობამ იხილა BMW G-Power X5 Typhoon, რომლის სიმძლავრეც 525 ცხ.ძ იყო. ცოტათი მოგვიანებით კი BMW-მ თავად გამოუშვა X5-ს მოდიფიკაცია М-ი, რომლის სიმძლავრეც 555 „ბედაური" იყო. უნდა ვაღიაროთ, საშინელი დარტყმა მიიღო ცნობილმა ატელიემ..
ასე იხილა დღის სინათლე G-Power X5 Typhoon RS-მ. დატიუნინგებული კროსოვერი მშვენიერი გამოვიდა. ძალური აგრეგატი სრულად განაახლეს. დამუშავდა გამომშვები და გაგრილების სისტემაც..
ყველა სიახლის შედეგად ავტომობილის სიმძლავრე 625 „ბედაურს" შეადგენს. ბრუნვის მაქსიმალური მომენტი კი 700 ნმ-ს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე გახლავთ 345 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს განსავითარებლად მას 4.5 წმ სჭირდება. ახალი ნამუშევრის გარეგნობის შეფასება სურათებითაც შეიძლება. ჩვენ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ სალონში ახალი სპიდომეტრი და სპორტული საჭეა წარმოდგენილი.



ნანახია: 889 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 BMW  
0

Имя *:
Email:
Код *: