მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ჰამერს” ჩინელები ყიდულობენ
23:35
”ჰამერს” ჩინელები ყიდულობენ

გაკოტრების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება ”ჰამერის” გაყიდვის თაობაზე. კიდევ ერთი დღის შემდეგ კი მყიდველიც დაასახელა - ესაა მძიმე მრეწველობაში მომუშავე ჩინური კერძო კომპანია ”სიჩუან ტენჟონი”.

ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ გუშინ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ”ჰამერის” ახლანდელი მმართველობის შეცვლას. ამასთან, შენარჩუნდება ყველა კონტრაქტი, რომლებიც ”ჰამერს” მაკომპლექტებლების მიმწოდებლებთან აქვს გაფორმებული. ასევე გაგრძელდება ყველა ხელშეკრულება, რომლებიც ”ჰამერს” დილერებთან აქვს გაფორმებული.

შეთანხმება ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარია და მას აშშ-ის მარეგულირებელი სააგენტო განიხილავს. მოსალოდნელია, რომ განხილვა კიდევ ორი თვე გაგრძელდება და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ზაფხულის ბოლოს გაფორმდება.

გარიგების ფინანსური მხარე ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ბანკების შეფასებით, ჩინურ კომპანიას ”ჰამერის” შეძენა 100 მილიონი დოლარი და დამატებით, რამდენიმე ვალდებულება დაუჯდება. არადა, შარშან, როდესაც ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ”ჰამერს” ჰყიდის, მის ღირებულებად 500 მილიონი დოლარი დაასახელა.

კომპანია ”სიჩუან ტენჟონი” ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მდებარეობს და ის მძიმე მანქანათმშენებლობითაა დაკავებული. კომპანია სპეციალური დანიშნულების მანქანებსა და მოწყობილობებს, მაგისტრალებისა და ხიდების ხიდების სტრუქტურებს და მათს კომპონენტებს, ასევე სამშენებლო მანქანებსა და ენერგეტიკულ დანადგარებ აწარმოებს.

”ტენჟონი” 2005 წელს, რამდენიმე წვრილი კომპანიის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა. კომპანიის ვებგვერდი გვამცნობს, რომ ”ტენჟონის” საწარმოებში 4 800 ადამიანია დასაქმებული. შედარებისთვის, ”ჯენერალ მოტორსის” თანამშრომელთა რაოდენობა გაკოტრებამდე 243 000 იყო.

”ჰამერი” სამოქალაქო სახელია სამხედრო დანიშნულების ავტომობილისა, რომელსაც ”ჰამვის” სახელით კომპანია ”AM ჯენერალი” უშვებდა. ამ კომპანიისგან ”ჰამერი” 1999 წელს ”ჯენერალ მოტორსმა” შეიძინა. ”AM ჯენერალი” კი დღემდე აწარმოებს სამხედრო დანიშნულების ”ჰამვის”.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ”გენერლებმა” 2005 წელს 88 მილიარდი დოლარი იზარალეს, რეორგანიზაციის დაუსრულებელი პროცესი დაიწყო, რაც საბოლოოდ ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის გაკოტრებით დასრულდა.

ნანახია: 705 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: