მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ჯენერალ მოტორსი” დღეს გაკოტრდება
23:11
”ჯენერალ მოტორსი” დღეს გაკოტრდება

უკვე გადაწყვეტილია, რომ დღეს ”ჯენერალ მოტორსი” თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს და სახელმწიფოს კრედიტორებისგან დაცვას სთხოვს. პარალელურად, აშშ-ის მთავრობა გაკოტრებული ავტოკომპანიის დასახმარებლად, დაუყოვნებლივ გამოყოფს კრედიტს 30 მილიარდი დოლარის ოდენობით, რასაც ”გენერლები” რესტრუქტურიზაციისთვის გამოიყენებენ.
საერთო ჯამში, სახელმწიფოს წილი ”ჯენერალ მოტორსში” 60 პროცენტს მიიღებს. ცნობისათვის, ”ჯენერალ მოტორსს” აშშ-ის მთავრობისგან სესხად უკვე მიღებული აქვს 20 მილიარდი დოლარი.
მართალია, აშშ-ის მთავრობა ”ჯენერალ მოტორსის” მაჟორიტარი მესაკუთრე ხდება, მაგრამ ამ პოზიციის დიდხანს შენარჩუნებას არ აპირებს. თეთრი სახლი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სახელმწიფო არ აპირებს რომელიმე კომპანიის მუდმივად ფლობას. ”ჯენერალ მოტორსში” თავის წილს კი მანამ შეინარჩუნებს, სანამ კომპანია ფეხზე დადგება.
გარდა ამისა, ”ჯენერალ მოტორსი” სესხად 9.5 მილიარდ დოლარს კანადის მთავრობისგანაც მიიღებს, რის სანაცვლოდაც, ეს უკანასკნელი რეორგანიზებული კომპანიის წილად 12 პროცენტს დაეუფლება. კომპანიის აქციების 17.5 პროცენტი გადავა ავტოპროფკავშირების პენსიაში გასულ წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტრასტის ხელში. კიდევ 10 პროცენტს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ის მფლობელები მიიღებენ, რომლებსაც თავიანთი ქაღალდები გაუნაღდებელი აქვთ.
ყველა მსხვილი აქციონერი, რომელთა შორისაც უმეტესობა უმსხვილესი ბანკებია, თავიანთი წილი ფულად აუნაზღაურდებათ.
პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია თავიდან ჩამოაყალიბებს ”ჯენერალ მოტორსის” დირექტორთა ახალ საბჭოს, რომელშიც თითო წევრის შეყვანის უფლება ავტოპროფკავშირებსა და კანადის მთავრობასაც მიეცემა.
გაკოტრების პროცესი სამ თვეზეა გაწერილი. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია ნორმალურ რეჯიმში მუშაობას გააგრძელებს. ყველა დაქირავებული ხელფასს დროულად მიიღებს, ასევე შენარჩუნდება საპენსიო ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ”ჯენერალ მოტორსი” ყოველგვარი შეყოვნების გარეშე გაისტუმრებს მაკომპლექტებლების მიმწოდებლების ვალებს. გარდა ამისა, შენარჩუნდება ყველა საგარანტიო მომსახურება, დილერებს კი საშუალება ექნებათ, კლიენტებისედმი შეპირებული ყველა საშეღავათო ვალდებულება შეასრულონ. მაგრამ, გაკოტრების გამოცხადებიდან 18 თვის შემდეგ, დილერებთან ფრენჩაიზული გარიგებები გაუქმდება.

ნანახია: 733 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: