მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » კიდევ უფრო უკეთესი ”ფანტომი”
23:34
კიდევ უფრო უკეთესი ”ფანტომი”

ამას წინათ, კერძოდ კი შანხაის ავტო შოუზე, რომელიც აპრილის მიწურულს ჩატარდა, ჩინურმა კომპანია ”ჯეელიმ” ლიმუზინის კლასის ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც ერთთავად ”როლს როის ფანტომს” ჰგავდა. საერთოდ, ჩინურ კომპანიებს კონკურენტების პოპულარული ავტომობილების კოპირება სჩვევიათ და თუ ამისათვის უჩივიან, საქმეს მაინც ცისქვეშეთის წარმომადგენლები იგებენ. მოკლედ, აშკარაა საწარმოო შპიონაჟი.

თუმცა, არსებობს სხვა გზაც - ისედაც სრულყოფილი ავტომობილის კიდევ უფრო დახვეწა. ამ გზას ტიუნინგის სპეციალისტი კომპანიები ადგანან და როგორც წესი, მათი ნახელავი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთ კომპანიათა შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული ”ჰამანია”, რომელმაც გაბედა და ხელი სწორედ ჩინელთა მიერ გალანძღულ ”ფანტომს” მოჰკიდა.

პირველ რიგში, შეიცვალა ”ფანტომის” დაკიდების სისტემა, რის შემდეგაც, ავტომობილი 3 სანტიმეტრით დადაბლდა. ”ჰამანის” სპეციალისტთა ხელში გავლის შემდეგ, ავტომობილს აღარ აქვს სიჩქარის შემზღუდველი. პარალელურად, ოდნავ გაძლიერდა ძრავი - ამიერიდან მისი მაქსიმალური სიმძლავრე 535 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 835 ნიუტონმეტრია. შედეგად, ”როლს როისის” ამ ოთხბორბლიანი მონუმენტის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

სამაგიეროდ, თითქმის არ შეცვლილა ინტერიერი. უბრალოდ, ”ჰამანის” სპეციალისტები მყიდველს აქსესუარების უფრო ფართო არჩევანს სთავაზობენ.

რა ჯდება მთელი ეს სიამოვნება, ამას ”ჰამანი” არ ამხელს. იგულისხმება, რომ ტიუნინგგამოვლილი ”როლს როის ფანტომის” ვყიდველისთვის, ამ მეფური ავტომობილის ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს.

ნანახია: 713 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: