მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ლამბორგინი” ”მურსიელაგოს” შემცვლელს ამზადებს
23:17
”ლამბორგინი” ”მურსიელაგოს” შემცვლელს ამზადებს



დიდი ხანი არაა, რაც ”ლამბორგინიმ” თავის სუპერმოდელ ”მურსიელაგოს” პლატფორმაზე ახალი მოდელის - LP670-4 SV-ს წარმოება დაიწყო. თუმცა იტალიური კომპანია უკვე შეუდგა მისი შემცვლელის შექმნას. ბეცრი ფიქრობდა, რომ ახალი ავტომობილისთვის იტალიური კომპანია სრულიად ახალ პლატფორმას მოამზადებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ძველი კონსტრუქცია სუპერავტომობილების კიდევ ერთ თაობას მოემსახურება.

ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ავტოდრომ ”ნურბურგრინგზე”, ”მურსიელაგოს” შემცვლელი ავტომობილის პირველი პროტოტიპი, სწორედ ძველ პლატფორმაზე ბაზირებული გადის ტესტირების პირველ ფაზას (სურათზე). თუმცა დასავლურ პრესაში ვარაუდობენ, რომ ”ლამბორგინი” ძველ პლატფორმას მხოლოდ ტესტების დროს გამოიყენებს, შემდეგ კი მას ”აუდი R8-ს” პლატფორმით შეცვლის, რომელიც ალუმინისგანაა დამზადებული და ”მურსიელაგოს” ფოლადის კარკასზე მსუბუქი და ხისტია.

ამ ეტაპზე, ”ნურბურგრინგზე” ავტომობილის ტრანსმისია და საკიდარი გადის შემოწმებას. რა თქმა უნდა, ავტომობილს ძრავი ბაზაში ექნება განლაგებული. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მას ბორბლების უფრო განიერი კვალი ექნება. რა თქმა უნდა, ოთხივე ბორბალი წამყვანი იქნება.

როგორც წესი, ახალ ავტომობილს წინაზე მძლავრი ძრავი აქვს ხოლმე. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ამჯერად, ”ლამბორგინის” ინჟინრებმა მეტი ყურადღება ავტომობილის წონის შემცირებას და ეკონომიურობის გაუმჯობესებას მიაქციონ. ამისათვის, ძარას კარბონისა და სხვა ტიპის კომპოზიტებისგან დაამზადებენ.

გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ცნობით, ახალი ავტომობილი, რომელსაც შეიძლება ”ჯოტა” დაარქვან, სიგრძეში ”მურსიელაგოს” ტოლი იქნება, სამაგიეროდ, მისი ბაზა დაგრძელდება. შესაბამისად, ის სიგანეში მოიმატებს.

კაპოტქვეშ ალბათ დიდმოცულობიატი V12 ძრავი დარჩება, რომელიც საწვავის წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით აღიჭურვება, რაც მის სიმძლავრეს გაზრდის და ეკონომიურობას გააუმჯობესებს. მაქსიმალური სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი შესაბამისად, 670 ცხენის ძალისა და 660 ნიუტონმეტრის ფარგლებში იქნება (როგორც მურსიელაგოზე). ძრავსა და გადაცემათა კოლოფს კი ერთმანეთთან ორდისკოიანი გადაბმულობის ქურო დააკავშირებს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, ”ლამბორგინი” კი თავისი მომავალი სიახლის გამოაშკარავებას არ ჩქარობს და არც მის სახელს ამხელს. ”ჯოტა” იტალიური მარკის ახალი ფლაგმანის მხოლოდ სავარაუდო სახელია და მისი დებიუტი 2012 წელსაა მოსალოდნელი.
ნანახია: 791 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: