22:16 ”მერსედესის” ძრავები 2009 წლის სეზონში | |
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის გასული სეზონი ძალიან წარმატებული იყო ”მერსედეს-ბენცის” ძრავებისთვის. ჯერ ერთი, ამ ძრავით (FO 108W) აღჭურვილმა მანქანამ და მისმა პილოტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. მეორეც, ამ ძრავებით მოასპარეზე სამი გუნდის (ბრაუნი, მაკლარენი და ფორს ინდია) პილოტებმა 17-დან 10 ეტაპი მოიგეს. და ეგ კიდევ არ არის ყველაფერი. რაც შეეხება გამარჯვებებს, აქ ბატონს ვერავის შეედრება - ჩემპიონი ექვსჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ჰამილტონმა და ბარიკელომ კი ეს ორ-ორჯერ შეძლეს. მერსედესისძრავიანი მანქანებით მოასპარეზე ექვს პილოტზე, გასულ ჩემპიონატში სულ დარიცხული ქულების თითქმის 40 პროცენტი მოდის - 604.5-დან ისინი256 ქულას დაეუფლნენ. ამ მხრივ, მეორეზე რენოსძრავიანი ბოლიდებია (სულ ოთხი), რომლებმაც 178.5 ქულას მოუყარეს თავი. ამ ექვსიდან ხუთი პილოტი, 17 რბოლიდან 15-ში, პელოტონს სათავეში მცირე ხნით მაინც ედგა. სულ 17 ეტაპზე 988 წრე მოდის, რომელთა 60 პროცენტს (593 წრე) ”სამქიმიანი” ემბლემით დამშვენებული ძრავებით მოასპარეზენი ლიდერობდნენ. ბატონის ტიტული ”მერსედეს-ბენცისთვის” სულ მეექვსეა. აქედან ორი ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიპოვა(1954 და 1955 წლებში), ორი ფინელი მიკა ჰაკინენის (1998, 1999) ანგარიშზეა, თითო კი ჰამილტონმა და ბატონმა მოიპოვეს. ”მერსედეს-ბენცს” სულ 18 სეზონში (1954, 1955, 1994-2009) აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან 33 პროცენთში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შედარებისთვის, ”ფერარი” ყველა, 60-ვე ჩემპიონატში გამოვიდა და მათში 16 ტიტულს დაეუფლა, რაც საერთო რიცხვის დაახლოებით 26.6 პროცენტია.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |