მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ოპელი” ამერიკასა და ჩინეთში არ გაიყიდება
23:25
”ოპელი” ამერიკასა და ჩინეთში არ გაიყიდება

მართალია, ამიერიდან ”ოპელს” ”ჯენერალ მოტორსი” აღარ განაგებს, მაგრამ ამერიკულ კომპანიასა და კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლს” შორის გაფორმებული გაგების მემორანდუმი ამ უკანასკნელს ავალდებულებს, რომ ”ოპელის” ავტომობილები, თუნდაც სხვა ბრენდით, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე არ შეიტანოს.

”მაგნამ” უკვე გამოაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული რუსულ, სწრაფად მზარდ ბაზარზე ექსპანსიაა. ამაში გასაკვირი არაფერია - ”ოპელის” შეძენისას, მას ორი რუსული პარტნიორი - გორკის სახელობის ავტოქარხანა და ბანკი ”სბერბანკი” ჰყავს. პარალელურად, საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტის დამაარსებელი და მფლობელი, ავსტრიული წარმოშობის ფრანკ შტრონახი ამბობს, რომ შესაძლოა, მომავალში, ”ოპელის” ქარხნებში ავტომობილები სხვა კომპანიების - ”ფორდისა” და ”პეჟო/სიტროენის” შეკვეთებითაც დაამზადოს.

ცნობას იმის შესახებ, რომ ”ოპელს” ჩინეთსა და აშშ-ში ავტომობილების გაყიდვის უფლება არ აქვს, თავად შტრონახიც ადასტურებს, თუმცა ის იმედს იტოვებს, რომ ადრე თუ გვიან, მის კომპანიას ეს აკრძალვა მოეხსნება. სხვა თუ არაფერი, ამერიკული კომპანია ”ოპელის” აქციების 35 პროცენტს ინარჩუნებს.

მართალია, მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარზე შესვლა აეკრძალა, მაგრამ შტრონახი იმედოვნებს, რომ ”ოპელი” სამ წელიწადში ყველა კრედიტორს გაისტუმრებს, შემდეგ კი მისი ბიზნესი მომგებიანი გახდება.

გერმანიის მთავრობასთან და ”მაგნასთან” მიღწეული გარიგებით, ”ჯენერალ მოტორსს” ”ოპელის” ორი ძირითადი მოდელის - ”ინსინიასა” და ”ასტრას” და მათი პლატფორმების ფლობის უფლება ეკუთვნის. ამასთან, ამერიკული კომპანია ”ინსინიას” სხვა, ”ბიუიკის” ბრენდით (ბიუიკ რეგალი) უკვე აწარმოებს და ჩინეთის ბაზარზე ჰყიდის.

სურათზე: ახალი ”ოპელ ასტრას” დებიუტი წელს, ფრანკფურტის ავტო შოუზე შედგება, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ავტომობილი ჩინეთში და აშშ-ში არ გაიყიდება.
ნანახია: 777 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: