მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ოპელი” ”მაგნას” ჩააბარეს
23:10
”ოპელი” ”მაგნას” ჩააბარეს

გერმანიაში დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკება გერმანიის მთავრობას, კანადურ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლსა” და ”ჯენერალ მოტორსს” შორის, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ”ჯენერალ მოტორსი” თავის ევროპულ ბიზნესს, რომლის მთავარი ნაწილიცაა გერმანული კომპანია ”ოპელი”, კანადურ კომპანიას მიჰყიდის.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კაბინეტში მოლაპარაკება 6 საათს გაგრძელდა. მერკელის თქმით, გადამწყვეტი გამოდგა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სატელეფონო ზარი, რის შემდეგაც მხარეებმა მალე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას.
მიუხედავად იმისა, რომ ”მაგნა” ”ოპელის” სამუშაო ადგილების 11 000 ერთეულით შემცირებას აპირებს, გერმანული კომპანიის თანამშრომლებს მაინც ერჩივნათ, რომ ”ოპელის” მფლობელი ”მაგნა” გამხდარიყო და არა იტალიური ”ფიატი”, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკულ ”კრაისლერს” დაეუფლა. სავარაუდოა, რომ ”მაგნა” ”ოპელის” ბელგიურ და ბრიტანულ ქარხნებს დახურავს. შესაძლოა, ამას ”ოპელის” ბრიტანულ შტო ”ვოქსჰოლის” დახურვაც მოჰყვეს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრ პეერ შტაინბრუკის განცხადებით, მთავრობა ”ოპელს” ფინანსური დახმარების სახით 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაუჯდება ”ოპელის” შეძენა ”მაგნას”, რომლის ხელმძღვანელობაც არ მალავს, რომ გერმანულ ბრენდს რუსულ ბაზარზე ექსპანსიისთვის გამოიყენებს.
სხვათა შორის, ”მაგნას” ორი რუსი პარტნიორი ჰყავს - ავტოკომპანია GAZ-ი და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკი ”სბერბანკი”. GAZ-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ”ოპელის” ტექნოლოგიები მისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რაც შეეხება ”სბერბანკს”, ის გარიგების დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ”ოპელის” აქციების 35 პროცენტს მიიღებს.

ნანახია: 695 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: