მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”პეჟოს” ახალი მინივენი
23:19
”პეჟოს” ახალი მინივენი



ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” გამოაქვეყნა თავისი ახალი მინივენის, ”პეჟო 5008-ს” ოფიციალური მონაცემები. სიახლე დამზადებულია უფრო მომცრო მინივენ 3008-ს წაგრძელებულ პლატფორმაზე და რა თქმა უნდა, გაბარიტებითაც მასზე დიდია - მისი სიგრძე 4.53 მეტრს, სიმაღლე კი 1.64 მეტრს აღწევს. ავტომობილს 7 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მისი ჩასაჯდომი ფორმულა კი 2+3+2-ია.

ახალი ავტომობილი გარეგნულად უფრო დაბალი კლასის 3008-ს ჰგავს. განსაკუთრებით ეს ამ ორი ავტომობილის წინა ნაწილებს ეხება - საქარე მინა ძლიერაა დახრილი, მძღოლის კაბინა კი - წინ წაწეული. ყურადღებას იმსახურებს უზარმაზარი, ძლიერ წაგრძელებული წინა ფარები, რომლებიც თითქმის წინა საყრდენიდან იწყება და ბამპერამდე ჩამოდის. ბამპერი კი შუაზე ჰყოფს რადიატორის ბადეს.

”პეჟო 5008-ს” ინტერიერი მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მძღოლის სამუშაო ადგილი ზედმეტადაა შეზღუდული ცენტრალური კონსოლით. სამაგიეროდ, მას საქმეს რამდენიმე დამხმარე მოწყობილობა უადვილებს. მაგალითად, სისტემა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ავტომობილის წინა სივრცეს და მძღოლს მონიტორზე მუდმივად უჩვენებს წინ მიმავალ ავტომობილამდე მანძილს. გარდა ამისა, მძღოლისავე განკარგულებაშია სტაბილიზაციის სისტემა, რომელსაც სპეციალური ზამთრის რეჟიმიც აქვს. ამ რეჟიმში მუშაობისას, ის წინა თვლებს ადგილზე მოსრიალების საშუალებას არ აძლევს.

მესამე რიგის სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, ”პეჟო 5008-ს” საბარგულის მოცულობა 758 ლიტრია, და თუ მეორე რიგის სავარძლებსაც დავკეცავთ, საბარგულის მოცულობა 2506 ლიტრამდე იზრდება. გარდა ამისა, სალონში კიდევ რამდენიმე მცირე ზომის ”ჯიბეა”, რომელთა ტევადობაც 60 ლიტრს აღწევს.

მინივენ 5008-სთვის ”პეჟომ” 6 ძრავი გამოჰყო, რომელთაგან ორი ბენზინზე მუშაობს, ოთხი კი - დიზელზე. ბენზინის აგრეგატებიდან ერთს ნურბოკომპრესორი ემსახურება. ’რავების სიმძლავრეები 110-163 ცხენის ძალის ფარგლებშია. მათთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5 და 6-საფეხურიანი მექანიკური, 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური და ამდენივე საფეხურის მქონე ავტომატური კოლოფები.

”პეჟო” მინივენ 5008-ს მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის ავტო შოუზე გეგმავს, მის გაყიდვებს კი ამ წლის ბოლოს შეუდგება.
ნანახია: 934 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: