მთავარი » 2009 ნოემბერი 14 » ”ფერარის” თემატური პარკი მერმის გაიხსნება
22:05 ”ფერარის” თემატური პარკი მერმის გაიხსნება | |
აბუ დაბი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარი ქალაქია, მაგრამ დიდი ხანია, მეზობელი და მასზე ღარიბი საემიროს ჩრდილში მოექცა, რომლის მთავარი ქალაქიც დუბაია. მაგრამ აბუ დაბელებს ამის დიდხანს მოთმენა არ შეეძლოთ და მათაც გრანდიოზული პროექტების განხორციელებას მიჰყვეს ხელი. ერთ-ერთი პირველი ასეთი პროექტი ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მიღება იყო, რისთვისაც ქალაქის გარეუბანში ულტრათანამედროვე, შესანიშნავი ავტოდრომი აშენდა, რომელიც ავტო-მოტო კომპლექსის ცენტრალური ნაწილია. მერმის კი, ამავე ტრასის მახლობლად, კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის - ”ფერარის” თემატური პარკის, ”ფერარი უორლდ აბუ დაბის” მშენებლობა დასრულდება. პარკში უამრავი ატრაქციონი მოთავსდება, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, მთავარი მინი სარბოლი ტრასები იქნება, სადაც ყველა ასაკის ბავშვებს შეეძლებათ გართობა და ერთმანეთტან გაჯიბრება. იქვე განლაგდება მსოფლიოში უსწრაფესი ამერიკული ატრაქციონი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკი), რომლის ვაგონების სიჩქარეც 200 კმ/სთ-ს მიაღწევს. მისი უმაღლესი წერტილი კი 65 მეტრის სიმაღლეზე მოთავსდება. ამ ატრაქციონზე გადატვირთვები რამდენიმე g-ს მიაღწევს. ფაქტობრივად, ამ ატრაქციონით შესაძლებელი იქნება იმავე გადატვირთვების განცდა, როგორსაც ფორმულა 1-ის პილოტები რბოლისას არაერთხელ განიცდიან. პარკი აბუ დაბის ჩრდილო აღმოსავლეთში, ხელოვნურ კუნძულ იასზე, ფ1-ის ავტოდრომიდან ათი წუთის სავალზე შენდება. ამასთან, ის აეროპორტამდე 50 წუთის სავალზე იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |