მთავარი » 2009 დეკემბერი 1 » ფეტელს ახალი მანქანა გამოადგა ბრიტანეთის დიდი პრიზი. თავისუფალი პრაქტიკები
13:45 ფეტელს ახალი მანქანა გამოადგა ბრიტანეთის დიდი პრიზი. თავისუფალი პრაქტიკები | |
![]() ![]() როგორც ჩანს, შუა ჩემპიონატიდან, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა გერმანელი სებასტიან ფეტელის სახით. მართალია, პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შედეგების მიხედვით, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურია ”რედ ბულის” მიერ მისი ბოლიდისთვის ჩატარებული მოდერნიზაცია, მაგრამ ერთი რამის აღნიშვნა მაინც ღირს - პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, ერთი გუნდის პილოტები ზედიზედ ორ დუბლს იშვიათად აღწევენ.
დღეს კი ეს იშვიათობა ”რედ ბულის” პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა შემოგვთავაზეს. ფორმულა 1-ის მოყვარულებს კი ის გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის უფრო დაძაბული პაექრობა ვიხილოთ, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. თავისუფალ პრაქტიკებზე თავიდანვე აშკარა გახდა, რომ გრილ ამინდში, ხისტი საბურავები გვიან, 4-5 წრის შემდეგ ხურდება. შესაძლოა, ამის გამო, პილოტების უმეტესობამ რბოლაზე სტარტი რბილი რეზინებით აიღოს. პირველ სესიაზე კარგა ხანს, ცხრილის სათავეში უებერი იმყოფებოდა, მაგრამ სესიის მიწურულს, ფეტელმა მისი შედეგი თითქმის სამი მეათედი წამით გააუმჯობესა. რაც შეეხება ბატონს, პირველ სესიაზე მას მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ მეორეზე მხოლოდ მე-14-ს დასჯერდა. ყველას გასაოცრად, მეორე სესიაზე მესამე შედეგი ”ფორს ინდიას” გერმანელ ადრიან ზუტილს ჰქონდა. ნარბოლევს კი ბატონი ”რედ ბულის” სისწრაფის გამო, გაიცებას არ მალავდა. ”ისინი ძალიან სწრაფები არიან. ვფიქრომ, ამ უქმეებზე მათთან პაექრობა ძალიან გაგვიჭირდება”, - განაცხადა ჩემპიონატის ლიდერმა, ვინც პირად ჩათვლაში, ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს 26 ქულით უსწრებს, ფეტელთან კი 32-ქულიანი უპირატესობა აქვს. მერვე და მეშვიდე შედეგებს დასჯერდა ბრიტანული დიდი პრიზის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, ვინც თავისი ”მაკლარენის” ბალანსით მაინც კმაყოფილი დარჩა. თავისუფალი პრაქტიკების შედეგები პირველი სესია 1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:19.400 2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:19.682 3. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:20.227 4. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:20.242 5. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:20.458 6. ფელიპე მასა (ფერარი) 1:20.471 7. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:20.585 8. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.650 9. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:20.815 10. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.838 11. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.913 12. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:21.029 13. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:21.103 14. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:21.179 15. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:21.384 16. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:21.386 17. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:21.489 18. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:21.525 19. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:21.590 20. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:21.801 მეორე სესია 1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:19.456 2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:19.597 3. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.141 4. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:20.209 5. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:20.237 6. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:20.244 7. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.417 8. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:20.458 9. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:20.468 10. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:20.608 11. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:20.622 12. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.733 13. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:20.762 14. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:20.767 15. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:20.932 16. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:20.945 17. ფელიპე მასა (ფერარი) 1:21.005 18. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:21.132 19. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:21.413 20. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:21.668 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |