მთავარი » 2010 » ივნისი » 1 » ”ფიატი” ხუთ საბაზო პლატფორმას დაიტოვებს
12:22
”ფიატი” ხუთ საბაზო პლატფორმას დაიტოვებს

ახალი ფიატ უნო

................................................

”ფიატი” თავის საწარმოო პროგრამაში პლატფორმების მკვეთრად შემცირებას გეგმავს. ამ გეგმის მიხედვით, მომავალში იტალიურ კონცერტს მხოლოდ ხუთი უნივერსალური პლატფორმა ექნება, რომლებზეც საკუთარი ავტომობილების გარდა, თავის ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდის (მათ შორის, ამერიკული კრაისლერისაც) ავტომობილებსაც დააფუძნებს.

ტურინელების განმარტებით, მაღალტექნოლოგიური, მოქნილი არქიტექტურების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება წარმოების დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება და ახალი მოდელების შემუშავების დროის შემცირება. ეს ნიშნავს, რომ მოდელების შეცვლა-განახლება გაცილებით სწრაფად განხორციელდება, რაც მათზე მოთხოვნას და მათს კონკურენტუნარიანობას გაზრდის.



ახალი კმპაქტური პლატფორმა

..........................................

ეს გეგმა განსაკუთრებით მომგებიანი ”კრაისლერისთვის” გახდება, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება არსებული მოდელების განახლება და თავისი გამის ახალი ავტომობილებით შევსება. ამას კი ამერიკელები გაცილებით ნაკლები დანახარჯით გააკეთებენ, რაც მათს მდგომარეობას მოკლე ხანში გააუმჯობესებს.

”ფიატმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2006 წელს კომპანიამ 32 მოდელი 19 პლატფორმაზე (არქიტექტურაზე) აწარმოა. წელს მოდელების რაოდენობა 38-მდე გაიზრდება და მათთვის მხოლოდ 11 პლატფორმას გამოიყენებენ, სამი წლის შემდეგ კი მოდელების რაოდენობა იგივე დარჩება, პლატფორმების რიცხვი კი ხუთამდე შემცირდება. ”ფიატი” იმედოვნებს, რომ ამ რეფორმის შედეგად, მის ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდის წარმოების ჯამური მოცულობა ოტხჯერ გაიზრდება.

ხუთი ახალი პლატფორმიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და მასობრივი სამი გახდება. ესენია მინი, მცირე და კომპაქტური პლატფორმები. მათზე იტალიურ საავტომობილო ჯგუფის მიერ წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 70 პროცენტი მოვა. მათზე ააგებენ არამარტო იტალიური ბრენდების (ფიატი, ალფა რომეო და ლანჩა), არამედ ”კრაისლერის” ავტომობილებსაც.


მინი გლობალური მოდულური არქიტექტურა

ეს ”ფიატის” საწარმოო პროგრამაში ყველაზე მცირე ზომის პლატფორმაა და მას ტურინელებისთვის ყველაზე დიდი მოგება მოაქვს. მასზეა დაფუძნებული ტურინელთა ორი ბესტსელერი - მოდელი 500 და ”პანდა”. წარმოების ჯამური მოცულობა 500 ათასს აღწევს. ამასთან, ამავე პლატფორმას ”ფორდი” თავის მოდელ ”კა-სთვის” იყენებს, რასაც ”ფიატისთვის” დამატებითი მოგება მოაქვს.

მალე ამავე პლატფორმაზე და ”ფიატ 500-ის” ბაზაზე, ავტომობილების წარმოებას ”კრაისლერიც” დაიწყებს. ჯგუფის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ პლატფორმაზე წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 2012 წელს 900 000-ს მიაღწევს, კიდევ ორი წლის შემდეგ კი 1.2 მილიონამდე გაიზრდება. აქედან ”კრაისლერზე” 200 ათასი ავტომობილი მოვა.


მცირე გლობალური მოდულური პლატფორმა

ამ პლატფორმაზე ”ფიატი” კიდევ ერთი ბესტსელერისთვის - ”პანდასთვის” იყენებს. ახლო მომავალში, ამ პლატფორმას მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება, რათა მან აშშ-ში ქრეშ-ტესტების გავლა შეძლოს და იქაური მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამასთან, ეს პლატფორმა მოქნილიც იქნება და მასზე იმ ავტომობილებსაც ააგებენ, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გაიყიდება. ასეთი ავტომობილია, მაგალითად ახალი ”უნო”, რომლის პრეზენტაციაც ბრაზილიაში ახლახანს ჩატარდა.

წელს ამ პლატფორმაზე სულ 500 000 ავტომობილს გამოუშვებენ, ორ წელიწადში, მათი რაოდენობა 800 000-მდე გაიზრდება, კიდევ ორი წლის შემდეგ კი 1.1 მილიონს მიაღწევს. აქედან დაახლოებით 150 000 ცალს ”კრაისლერის”, ან მის ჯგუფში შემავალი ”დოჯის” მარკით გამოუშვებენ.


კომპაქტური გლობალური მოდულური არქიტექტურა

ეს პლატფორმა უკვე შემუშავებულია და პირველი ავტომობილი, რომელზეც ის გამოიყენეს, უახლესი ”ალფა ჯულიეტაა”. ”ფიატის” შეფასებით, კომპაქტური პლატფორმა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის იმ პლატფორმას შეცვლის, რომელზეც ამჟამად ”ფიატ ბრავოს”, ”ლანჩა დელტას” და ”ალფა 156-ის” ბაზაზე შექმნილ ”ალფა 147-ს” და ”ალფა GT0-ს” უშვებენ. ამავე პლატფორმას ”ალფა რომეოს” მოდელების - 159-ის, ”ბრერას” და ”სპაიდერის” წარმოებაშიც გამოიყენებენ.

ახალი კომპაქტური პლატფორმა ”ბრავოს” პლატფორმაზე გაცილებით უკეთესი, 147-საზე გაცილებით უსაფრთხო, ”კრაისლერის” ახლანდელ პლატფორმებზე გაცილებით მსუბუქი იქნება. ამასთან, იმის გამო, რომ ბევრ მოდელზე გამოიყენებენ, ის უფრო იაფიც ეღირება, რაც საბოლოო პროდუქტებსაც გააიაფებს და კონკურენტუნარიანს გახდის. ამ პლატფორმაზე ”ფიატი” 2014 წელს 1.4 მილიონი ავტომობილის წარმოებას აპირებს.

ახვათა შორის, ეს პლატფორმა ორი ძირითადი ზომისა იქნება. მას წამყვანი წინა ბორბლები ექნება, თუმცა ადვილად ”აითვისებს” სრულამძრავიან ტრანსმისიასაც.

ნანახია: 1315 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: