მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ფიატმა” ”კრაისლერის” ყიდვის უფლება მიიღო
23:17
”ფიატმა” ”კრაისლერის” ყიდვის უფლება მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების გაკოტრების საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, იტალიურ ”ფიატს” გაკოტრებული ამერიკული კომპანია ”კრაისლერის” აქტივების შეძენის უფლება ოფიციალურად მიენჭა. ამგვარად, ორ კომპანიას ალიანსის შექმნის შესაძლებლობა ნიეცა, რაც ასევე იმასაც ნიშნავს, რომ ”კრაისლერი” მალე გამოვა გაკოტრების რეჟიმიდან, რომელშიც აპრილიდან მუშაობს.

”ფიატი” გაკოტრების რეჟიმიდან გამოსული ”კრაისლერის” აქციების 20%-ს დაეუფლება, რაც მას 2 მილიარდი დოლარი დაუჯდება. კომპანიის 68%-ს ავტოპროფკავშირების ჯანდაცვის ტრასტი მიიღებს. დარჩენილი 12% კი აშშ-ისა და კანადის მთავრობათა ხელში გადავა.

ბოლო სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთადერთი ალტერნატივა ”კრაისლერის” დაუყოვნებელი ლიკვიდაცია იყო, რისი დაშვებაც მას არ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ გაკოტრების რეჟიმში ”კრაისლერის” რესტრუქტურიზაცია დაახლოებით ერთ თვეში დასრულდა. კომპანიამ ამ მოკლე დროში რამდენიმე ქარხანა დახურა, რის გამოც, იქ ასეულობით ნახევრად აწყობილი ავტომობილი და აგრეგატები დარჩა. ამის გამო, გაჩნდა შიში, რომ განახლებული ”ჯიპ გრანდ ჩეროკისა” (სურათზე) და შემდეგი თაობის სედან ”კრაისლერ 300-ის” დებიუტი გადაიდებოდა. მაგრამ ”კრაისლერი” ირწმუნება, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და ორივე ავტომობილს მყიდველი დროულად მიიღებს.

ნანახია: 726 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: