მთავარი » 2010 » ივნისი » 14 » ”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ბერლინისთვის
17:04
”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ბერლინისთვის
”ავტო პანორამას” მკითხველს ემახსოვრება ელექტრომობილი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად, მილანის ტაქსის როლში სამუშაოდ შექმნა. ახლა მსგავსი ავტომობილი ვოლფსბურგულმა გიგანტმა ბერლინისთვისაც მოამზადა და მას ”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” უწოდა.

ისევე როგორც მილანური ტაქსი, ბერლინურიც კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა თავის მგზავრებს კომფორტს მაინც სთავაზობს. მისი სიგრძე 3.730 სანტიმეტრი, სიგანე 1.660 სანტიმეტრი და სიმაღლე 1.600 სანტიმეტრია. მასში ჩაჯდომის გასაადვილებლად, იმ მხარეს, საიდანაც მგზავრებს უწევთ ჩაჯდომა, კარი გასაწევია. მძღოლის მხარეს კი ავტომობილს მხოლოდ ერთი, ჩვეულებრივი კარი აქვს.


სალონში ვერ ნახავთ სავარძელს მძღოლის გვერდზე. ეს ადგილი ბარგის დასაწყობადაა გამოყოფილი. ამასთან, ბარგის დაფიქსირება სპეციალური სამაგრითაა შესაძლებელი. მძღოლის სავარძლის გვერდზე დამაგრებულია სენსორული მონიტორი, რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის (მარშრუტის, მგზავრობის ღირებულების, გზაში ყოფნის დროის და სხვა) გამოტანაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ცნობის მიღება და სალონში სასურველი კლიმატის დაყენება.

”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” მოძრაობაში 85-კილოვატიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. ამ ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 300 კილომეტის გავლა შეძლოს. ამასთან, აკუმულატორების დაახლოებით 80 პროცენტით შესავსებად, ერთი საათიც საკმარისია.
”ფოლკსვაგენი” ელექტრო ტაქსების წარმოების დაწყებას 2013 წელს გეგმავს.

ნანახია: 919 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: