მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ფორმულა 1-ის გუნდები კომპრომისზე წავიდნენ
23:09
ფორმულა 1-ის გუნდები კომპრომისზე წავიდნენ

ფორმულა 1-ში მორიგი განხეთქილება ისე დასრულდა, როგორც სამეფო რბოლების ქომაგებს სურდათ - ”ფერარიმაც” და სხვა გუნდებმაც, მომავალ სეზონში მონაწილეობაზე განაცხადები FIA-ს (ფედერასიონ ინტერნასიონალ აუტომობილ - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) დროულად წარუდგინეს.
პარასკევი განაცხადების შესატანი ბოლო ვადა იყო, რომლის გადაცილების შემთხვევაშიც, გუნდი მერმის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაიშვებოდა. თავის მხრივ, გუნდები წინააღმდეგნი არიან იმ ახალი, ორმაგი რეგლამენტისა, რომელსაც მათ სამერმისოდ FIA და მისი პრეზიდენტი მაქს მოსლი სთავაზობს (აძალებს). ამის გამო, ”ფერარი” და ”ტოიოტა” ჩემპიონატის დატოვებითაც კი დაიმუქრნენ.
მაგრამ გუნდებმა სიტუაციის გამწვავება არ ისურვეს და FIA-ს ახალი რეგლამენტის შემოღების მინიმუმ ერთი წლით გადადება შესთავაზეს. პირველ რიგში ისინი ითხოვენ, რომ მერმისაც ჩემპიონატი ახლანდელი რეგლამენტით ჩატარდეს. ამასთან, ისინი ჳტხოვენ, რომ ახალი რეგლამენტი ყველა გუნდის (მათ შორის, ახლებისაც) მონაწილეობით შემუშავდეს. რაც მთავარია, გუნდებმა განაცხადები დაუყოვნებლივ აახლეს ბატონ მოსლის. ამასთან, გადაწყდა, რომ თანხმობის ახალი ხელშეკრულება 12 ივნისს გაფორმდება.
ცნობისათვის, ხარჯების მკვეთრად შემცირების მიზნით, მოსლი საბიუჯეტო ჭერის შემოღებას გეგმავს, რომელიც 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 64.14 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით დადგინდა. იმ გუნდებს, რომლებიც ამ ჭერში ჩაეტევიან, ნაკლები ტექნიკური შეზღუდვების პირობებში მუშაობის უფლება ეძლევათ. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად იზღუდებიან ის გუნდები, რომლებიც საბიუჯეტო ჭერს გასცდებიან. ამგვარად, სახეზეა ორმაგი რეგლამენტი, რამაც გუნდების უმეტესობის, განსაკუთრებით კი ”ფერარის” და ”ტოიოტას” უკმაყოფილება გამოიწვია.
სამაგიეროდ, ფორმულა 1-კენ გზა ეხსნებათ ახალ გუნდებს, რომლებიც სახელფასო ჭერის დახმარებით, შედარებით კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებიან და მათი შესაძლებლობებიც გაიზრდება. ასეთი გუნდი კი, მოსლის თქმით, ათზე მეტია და ისინი სრულად შეავსებენ ძველი გუნდების წასვლით წარმოქმნილ ვაკანსიებს.
მოკლედ, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ (FOTA - ფორმულა ვან ტიმს ესოსიეიშნ) FIA-ს ბოიკოტირება გადაწყვიტა, რასაც მხოლოდ ერთი გუნდი - ”უილიამსი” არ დაეთანხმა და ფედერაციაში განაცხადი წარადგინა.
ამას მოჰყვა მოსლის და ფ1-ის კომერციული შეფის, ბერნი ეკლსტოუნის შეხვედრა, რის შემდეგაც, მოსალოდნელია, რომ მოსლი კომპრომისზე წავა. თუმცა, ჯერჯერობით მაინც უცნობია, თუ რით უპასუხებს ის გუნდების შეთავაზებას. კომენტარის გაკეთებას ის ჯერჯერობით, არ ჩქარობს...

ნანახია: 679 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: