მთავარი » 2009 ნოემბერი 14 » რაიკონენმა შეიძლება დაისვენოს
22:18 რაიკონენმა შეიძლება დაისვენოს | |
გერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” გვატყობინებს, რომ შესაძლოა, კიმი რაიკონენმა ”მაკლარენთან” კონტრაქტი არ გააფორმოს და ერთწლიანი პაუზაც კი აიღოს. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაიკონენმა განაცხადა, რომ ფ1-ში თავის მომავალს მხოლოდ ”მაკლარენთან” ერთად ხედავს. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მან ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკება დროებით შეაჩერა. რაიკონენის მენეჯერი სტივ რობერტსონი ”მაკლარენისგან” მოითხოვს, რომ ფინელს ისეთივე ხელფასი დაუნიშნოს, როგორიც მას ”სკუდერიაში” ჰქონდა. გარდა ამისა, კიმი მეტ თავისუფლებასა და სპონსორებთან მუშაობის ვალდებულებათა შემცირებასაც მოითხოვს. რობერტსონის თქმით, ამ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაიკონენი სეზონს გამოტოვებს. სეზონის გამოტოვებას აზრი აქვს, თუ ფინანსურ ასპექტებს გავითვალისწინებთ. მაგალითად, თუ რაიკონენი რომელიმე გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს, ”ფერარი” მასთან დადებული კონტრაქტის პირობების ასანაზღაურებლად, 10 მილიონ დოლარს გადაუხდის. თუ უგუნდოდ დარჩება, კომპანსაცია 17 მილიონი იქნება. თავის მხრივ, სათადარიგო გეგმა გააჩნია ”მაკლარენს”, რომელიც ნიკ ჰაიდფელდთან კონტრაქტის გაფორმებაზეც ფიქრობს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჰაიდფელდი ისევ ”ზაუბერმა” მიიწვიოს, რომელსაც ფ1-დან ”ტოიოტას” წასვლის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკში დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. ასე რომ, თუ ”მაკლარენში” არ იჩქარეს, შეიძლება ჰაიდფელდის ფასი გაიზარდოს. თუმცა, ”მაკლარენისთვის” ყველაზე სასურველი მაინც რაიკონენია, რადგან მას გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია, ჰაიდფელდთან ერთად კი ”ფერარის”, ”ბრაუნის” და ”რედ ბულის” წყვილებთან, მარტო ლუის ჰამილტონის იმედად გამკლავება ძალიან ძნელი იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |