მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » როდსტერი ”მინი კუპერი” ფრანკფურტისთვის ემზადება
23:32
როდსტერი ”მინი კუპერი” ფრანკფურტისთვის ემზადება

ინგლისურ მარკა ”მინის” ”ბეემვესთვის” უზარმაზარი მოგება მოაქვს. წლიდან წლამდე, ამ მარკის პატარა ავტომობილების გაყიდვები სულ უფრო იზრდება, რისი წყალობითაც, ბავარიული კომპანია, წლიურად გამოშვებული ავტომობილების რაოდენობით, პრემიუმ კლასის მწარმოებელთა შორის ლიდერია. მაგრამ ბავარიელები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და ”მინის” სამოდელო გამას თანდათან აფართოებენ.

”მინიმ” უკვა დაიწყო უნივერსალის წარმოება, რიგში კი მის ბაზაზე დამზადებული უგზოობის მოდელი და ორადგილიანი როდსტერი დგანან. ამ უკანასკნელის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე იგეგმება. ინგლისურ გამოცემა ”აუტოქარ-ის” ინფორმაციით, ”მინის” როდსტერი წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა და ”ბეემვე” მის წარმოებას წლის ბოლოდან, ან მერმის, წლის დასაწყისში შეუდგება.

”აუტოქარ-ისვე” ინფორმაციით, ახალი ავტომობილი კაბრიოლეტ ”მინი კუპერის” პლატფორმას გამოიყენებს. იმის გამო, რომ ავტომობილს არ ეწნება უკანა სავარძლები, მისი სალონის სიგრძეც დამოკლდება. ორივე სავარძლის უკან კი მძღოლის და მისი ერთადერთი მგზავრის თავების დამცავი მასიური რკალები განთავსდება. ჯერჯერობით, ამის დანამდვილებით თქმა ძნელია, თუმცა სავარაუდოა, რომ შემცირდება (კაბრიოლეტთან შედარებით) ავტომობილის ბაზა. პარალელურად, ”მინი როდსტერი” უფრო განიერი და დაბალიც იქნება, რაც მარკის სხვა ავტომობილებთან შედარებით, უფრო აგრესიულ გამომეტყველებას მიანიჭებს.

ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ავტომობილი რბილ მოსახსნელ სახურავს მიიღებს, თუ მყარს. რაც შეეხება აგრეგატებს, როდსტრისთვის ”მინის” არსენალში არსებულ ყველა ძრავს გამოიყენებენ.

ნანახია: 929 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: