მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”შევროლე ვოლტი” ტესტებისთვის ემზადება
23:04
”შევროლე ვოლტი” ტესტებისთვის ემზადება

მძიმე ფინანსური კრიზისის მიუხედავად, რომელიც ამ დღეებში მისი გაკოტრებით დასრულდება, ”ჯენერალ მოტორსი” წარმოებისთვის გამალებით ამზადებს თავის ფართოდ რეკლამირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელ ”შევროლე ვოლტს”. ამ ეტაპზე, კომპანია უკვე შეუდგა ”ვოლტის” წინასერიული პროტოტიპების დამზადებას, რომლებიც ტესტების ციკლის ბოლო ფაზაში მიიღებენ მონაწილეობას.
სულ გათვალისწინებულია 80 ცალი წინასერიული ”ვოლტის” დამზადება, რომლებიც დანიშნულების შესრულებას შემოდგომამდე შეუდგებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ პროტოტიპებში პირველად სეწყობა ერთად ”ვოლტის” პლატფორმა და ძალური დანადგარი, რის გამოც, ”ჯენერალ მოტორსში” მათ ”გამთლიანებული ავტომობილები” უწოდეს. აქამდე, ყველა საჩვენებელი ”ვოლტი” ”შევროლე მალიბუს” პლატფორმაზე მზადდებოდა და მისი ტესტირებაც არასრულფასოვანი, თუმცა ტესტების კონკრეტული მომენტისთვის გამოსადეგი იყო.
”ამ ავტომობილებს ორმაგი მისია ეკისრება. ჯერ ერთი, მათი მეშვეობით საბოლოოდ დავადგენთ, რამდენად ვარგისია ”ვოლტის” კონსტრუქცია, რეალურად რა შესაძლებლობები აქვს ავტომობილს და რამდენად უსაფრთხოა ის. მეორეც, ”გამთლიანებული ავტომობილების” წარმოებისას, ჩვენ საბოლოოდ სრულვყოფთ ”ვოლტის” სერიული წარმოების პროცესს, რაც ავტომობილის მაღალი ხარისხის და წარმოების ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელი პირობაა”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” პრეს-მდივანი რობ პეტერსონი და დასძენს, რომ ”შევროლე ვოლტის” მასობრივი წარმოება მერმის, ნოემბერში დაიწყება. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ავტომობილის ქრეშ ტესტების დაწყება.”შევროლე ვოლტის” საბაზო ღირებულება 32 500 დოლარი იქნება.
ნანახია: 943 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: