მთავარი » 2010 სექტემბერი 21 » ”სიტროენის” და ”ლაკოსტის” ერთობლივი კონცეპცია
12:42 ”სიტროენის” და ”ლაკოსტის” ერთობლივი კონცეპცია | |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() თუმცა,
წვიმისგან და ქარისგან სრულად დაცული მაინც ვერ იქნებით, რადგან ”სიტროენ
ლაკოსტს” არ გააჩნია კარები. და თუ მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ჩაჯდომის
გასაადვილებლად, ძარას სპეციალური ჭრილი აქვს, უკანა მგზავრები მასში
მხოლოდ ჩახტომას თუ შეძლებენ. რას იზამთ, ესეც სპორტული სტილია. გარდა
ამისა, ავტომობილს არ გააჩნია საბარგული. გარდა იმისა, რომ მის შექმნაში (სიმბოლური) მონაწილეობა ავტომობილებთან არანაირი შეხების არმქონე ”ლაკოსტმა” მიიღო, ეს ავტომობილი ბევრი ორიგინალური დიზაინის დეტალითაც გამოირჩევა. ასეთია მაგალითად საჭის რბოლი, რომელიც ველოსიპედის ბორბალს მოგაგონებთ. თვითონ ”სიტროენ ლაკოსტიც” ხომ უცნაური ფორმებით გამოირჩევა. ეს ითქმის მის სავარძლებზე და ბორბლებზე. ასევე მაჩვენებლების დაფაზე, საქარე შუშასა და ბამპერებზე, ასევე წინა და უკანა ფარებზე. რაც მთავარია, ყველაფერი, მათ შორის, ფერების შეხამებაც, დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული. კონცეპციის ავტორები არაფერს ამბობენ მათი ქმნილების აგრეგატებზე და სხვა აღჭურვილობაზე. შესაძლოა, ეს ”საიდუმლო” პარიზში, პრეზენტაციის დროს გაიხსნას. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ამ ავტომობილმა ოდესმე კონვეიერამდე მიაღწიოს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |