მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » სუპერავტომობილები აშშ-ის საჰაერო ძალებისგან
23:31
სუპერავტომობილები აშშ-ის საჰაერო ძალებისგან




აშშ-ის საჰაერო ძალების შეკვეთით, კალიფორნიულმა კომპანია ”გალპინ აუტო სპორტსმა” ორი სუპერავტომობილი დაამზადა, რომელთაგან ერთი ”ფორდ მუსტანგზეა” ბაზირებული, მეორე კი - ”დოჯ ჩელენჯერზე”. პირველის სახელია X-1, მეორისა კი - ”ვეიპორი” (ორთქლი).

ორივე ავტომობილს ერთნაირი, გილიოტინისებური კარებები აქვს. X-1 თეთრადაა შეღებილი, ”ვეიპორი” კი - შავად. პირველის სალონში მხოლოდ ერთი სავარძელია მოთავსებული, მეორეში კი - ორი. ორივეს სალონი სამხედრო თვითმფრინავის სტილშია შესრულებული. ამასთან, X-1-ის სავარძელი კატაპულტის სისტემითაცაა აღჭურვილი.

”ვეიპორს” საჭის ორი რგოლი აქვს, X-1 კი თვითმფრნავის მსგავსად, შტურვალითაა აღჭურვილი. შტურვალი ცენტრალურ პანელზე მდებარეობს, რომლის გარდიგარდმოც, თითო სატერფულია მოთავსებული. ”გალპინ აუტო სპორტსმა” ორივე ”რეაქტიული” ავტომობილისთვის სპეციალურად მოამზადა საბორბლე დისკები, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.

ორივე ავტომობილის ძარა ანტირადარული ფენითაა დაფარული, რაც მათ ტექნოლოგია ”სტელსთან” ანათესავებს. ორივე აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებით, რომლებიც დაახლოებით 400 მეტრზე არჩევენ ობიექტს და მათ 360 გრადუსით მობრუნებაც შეუძლიათ, რითაც, მძღოლს პრაქტიკულად მთელი გარე სამყაროს გაკონტროლება შეუძლია.

ორივე ავტომობილი აშშ-ის საჰაერო ძალების ”სუპერ ქარ ტურის” პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროგრამის მთავარი დანიშნულება კი საჰაერო ძალებში ახალი რეკრუტების მიზიდვაა.

ნანახია: 695 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: