მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ტოიოტა პრიუსის” რეკორდული მაისი
23:37
”ტოიოტა პრიუსის” რეკორდული მაისი

იაპონიაში ჰიბრიდულ ავტომობილებზე ნამდვილი ბუმია. ჯერ იყო და, ”ჰონდა” ვერ აუდიოდა თავის ჰიბრიდულ მოდელ ”ინსაითზე” შეკვეთების შესრულებას, რისთვისაც ამ გაგანია კრიზისში წარმოების გაზრდა დასჭირდა, ახლა კი მის რეკორდებს კონკურენტი ”ტოიოტა პრიუსი” ხსნის - მაისში იაპონიის ბაზრის ბესტსელერის საპატიო წოდება სწორედ ”პრიუსმა” მოიპოვა.

იაპონიის დილერთა ასოციაციის ცნობით, 660 კბ.სმ-ძრავიანი მიკროლიტრაჟიანი ავტომობილებისჩაუთვლელად, მაისში იაპონიის ბაზარზა 10 915 ცალი ”პრიუსი” გაიყიდა. მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია ”ჰონდა ფიტი” (8 859), მესამეზე კი - ”ჰონდა ინსაითი” (8 183). არადა, ”ტოიოტამ” მესამე თაობის ”პრიუსის” გაყიდვა 18 მაისს დაიწყო. სხვათა შორის, ახალი ”პრიუსი” წინა მოდელძე 3 000 დოლარით იაფად იყიდება და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კომპანიამ მასზე უკვე 80 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და თავისი ჰიბრიდული ბესტსელერის პოპულარიზაციისთვის რიგ ღონისძიებებს გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის შტატ ფლორიდაში იმართება - 1 ივნისს სტარტი აიღო გარბენმა, რომლის დროსაც, ”ტოიოტა პრიუსს” ბენზინით სრულად გაწყობილი ავზით 1770 კილომეტრის გავლა მოუწევს.

ამის მისაღწევად, ”ტოიოტას” მოწინავე ტექნოლოგიების კვლევის ცენტრმა ავტომობილს მოდიფიკაცია ჩაუტარა და ის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილად გადააკეთა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრბო შტეპსელიდანაც შესაძლებელია.
გარბენმა სტარტი 1 ივნისს, ფლორიდის ქალაქ ნორთ პალმ ბიჩში აიღო და განრიგით, 11 ივნისს უნდა დაასრულოს ქალაქ ვაშინგტონში. გზაში ავტომობილი მხოლოდ მაშინ გაჩერდება ხოლმე, როცა აკუმულატორები დასამუხტი ექნება.

ნანახია: 1138 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: