მთავარი » 2009 » ნოემბერი » 14 » წარმოგიდგენთ Ferrari F 458 Italia:
23:13
წარმოგიდგენთ Ferrari F 458 Italia:

”ფერარიმ” წარადგინა პოპულარულ F430-ის შემცვლელის, ორადგილიანი ”458 იტალია". მწარმოებელი გვაუწყებს, რომ 458 იტალიის შექმნით, ფერარიმ მისთვისაც კი არნახული პროგრესი განიცადა ტექნოლოგიის სფეროში, ავტომობილი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და განსაკუთრებით, გამონაბოლქვში შემცირებული ნახშირორჟანგის შემცველობით გამოირჩევა.

”458 იტალიას" ფერარიმ მიანიჭა 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 570 ცხენის ძალაა, ბრუნის მომენტი კი 540 ნიუტონმეტრია. აგრეგატი მაქსიმალურ სიმძლავრეს 9 000 ბრ/წთ-ზე იძლევა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 6 000 ბრ/წთ-ზე გამომუშავდება. მაქსიმალური მომენტის 80 პროცენტს ძრავი 3 250 ბრ/წთ-ზე აღწევს. საერთო ჯამში, ძრავის ლიტრული სიმძლავრე ლიტრზე 127 ცხენის ძალაა, რაც სამოქალაქო ავტოინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ძრავასთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული. მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან აჩქარება 0 - 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.4 წამში ხდება. ამ მახასიათებლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შემდეგი მონაცემებია: ავტომობილი 100 კილომეტრს 13.7 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 320 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი ”ფერარის” გარეგნობა იტალიურ ატელიე ”პინინფარინას” სპეციალისტთა ნახელავია. კომპანიის განსაზღვრებით, ეს არის ახალი სიტყვა ”ფერარის” დიზაინის ისტორიაში. მასში შეხამებულია სტილი, კრეატიულობა, ჟინი და მაღალტექნოლოგიურობა. მაგრამ როგორც ყოველთვის, ”ფერარის” ავტომობილის გარეგნობა მარტო თვალს როდი იზიდავს. ის ფუნქციურიცაა. მაგალითად, ”458 იტალიას” მეტად დახვეწილი აეროდინამიკა აქვს - 200 კმ/სთ სიჩქარეზე, მისი ტანი 140-კილოგრამიან დინამიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს.

”458 იტალიას” სარბოლ ავტომობილებთან ნათესაობა მის ინტერიერშიც შეინიშნება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ფორმულა ერთში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, მიხაელ შუმახერმა მიიღო. შუმახერი ამ ავტომობილის შექმნის პროცესში პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობდა.

”458 იტალიას” შექმნისას გამოყენებულია F 1-ის ტექნოლოგიები. განსაკუთრებით, ეს შასისა და ძარის მასალებს ეხება. შედეგად, ავტომობილი 1 380 კილოგრამს იწონის. წონის 42 პროცენტი წინა ღერძზე მოდის, დანარჩენი 58 პროცენტი კი - უკანა ღერძზე. ავტომობილის წინა საკიდარი ორკაპა ჩანგლისებრ გიტარებს ეყრდნობა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული.

ახალი ”ფერარის” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე იგეგმება.

ნანახია: 847 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: